დღეს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID19-ის ინფექციით კიდევ ორი პაციენტი მოათავსეს

0
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით საავადმყოფოში COVID19-ის ინფექციით კიდევ ორი პაციენტი მოათავსეს. მისი თქმით, დამატებული ორი პაციენტიდან ერთი ეკუთვნის მარნეულის წყაროს, ხოლო მეორე პაციენტი კი კლინიკაში ჩატარებული ტესტირების დადასტურებული შემთხვევაა. „დღეს დილიდან ჩვენ გვყავდა 38 დადასტურებული პაციენტი. დაგვემატა 2 პაციენტი. ერთი პაციენტი მარნეულის წყაროდან არის შემოსული, იმ 30 შემომატებულ პაციენტში შემავალია. რაც შეეხება მეორე პაციენტს, დღეს დილით ჩვენთან ტესტი ჩაუტარდა 5 პაციენტს და ის ერთ-ერთი დადასტურებული შემთხვევაა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
#მარინაეზუგბაია
#კორონავირუსი
#ინფიცირებული
#tbilisidaily
0