ბოჭორიშვილის კლინიკაში 21 კოვიდინფიცირებული პაციენტიდან შვიდი არასრულწლოვანია

0
ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორის, მეგი კობახიძის განცხადებით, ამ დროისათვის, 41 პაციენტი პანეტი იმყოფება, რომელთაგან კორონავირუსი 21-ს აქვს დადასტურებული. მისივე თქმით, კოვიდინფიცირებულ პაციენტთაგან შვიდი 18 წლამდე ასაკისაა. „ამ ეტაპისთვის ჩვენს კლინიკაში გადის მკურნალობას 41 პაციენტი, მათგან 21 არის დადასტურებული შემთხვევა. შვიდი არის 18 წლამდე ასაკის პაციენტი. ამ ეტაპზე კვლევაში ჩართულია ექვსი პაციენტი, რომლის პასუხებსაც ველოდებით. 11 პაციენტია გართულებული, პნევმონიის დიაგნოზით, დადასტურებული აქვთ ორმხრივი პნევმონია. გამოვყოფდი აქედან განსაკუთრებით სამი პაციენტის მდგომარეობას. დაწყებულია მათთან შესაბამისი, ადეკვატური კვლევები და მკურნალობა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. არის საშუალო სიმძიმის სიმპტომები გამოხატული. დღეს დაემატა ერთი, დღის მეორე ნახევარში და მთლიანობაში გვაქვს 21 დადასტურებული შემთხვევა. ახალი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მიმდინარეობს კვლევები. ის არ არის სასულიერო პირთან კონტაქტში, თუმცა კლასტერებზე ინფორმაცია არ მაქვს. არიან პაციენტები, რომელთაც აქვთ თანმხლები ქრონიკული დაავადება და მათი მდგომარეობა ასაკის გათვალისწინებით შედარებით უფრო საყურადღებოა“, – განაცხადა მეგი კობახიძემ.
#კორონავირუსი
#ბოჭორიშვილისკლინიკა
#ინფიცირებული
#მოზარდები
#tbilisidaily
0