"მსურს, სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს მოსახლეობას ოკუპირებულ აფხაზეთში.." - ზურაბიშვილი

0
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს რეგიონებში გაჩენილ ხანძრებს ეხმაურება. პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ უმძიმეს ვითარებასთან დაკავშირებით, იქ მცხოვრებ მოსახლეობას თანადგომას უცხადებს. ძალიან მძიმეა, რომ პანდემიისგან დაზარალებულ მოსახლეობას ახლა ხანძართან გამკლავება უწევს. თანავუგრძნობ საქართველოს სხვა და სხვა რეგიონში მცხოვრებ ყველა ჩვენს მოქალაქეს. მათგან განუყოფლად, მსურს, სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს მოსახლეობას ოკუპირებულ აფხაზეთში, რომელსაც ასევე ზიანი მიადგა პანდემიისა და ხანძრისგან. მინდა, იცოდეთ, მე თქვენ გვერდით ვარ და ვაფასებ იმ შემართებასა და გამძლეობას, რითაც დღეს ამ ურთულეს ვითარებას უმკლავდებით“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თან ახლავს პრეზიდენტის განცხადების აფხაზური ვერსიაც. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა
0