თუ ყოველდღიურად კორონავირუსის ასეული შემთხვევა არ დაფიქსირდება და იქნება ათეულები, ამ პრობლემას შედარებით ადვილად გადავლახავთ. ამის შესახებ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განცხადა.
ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ დღეს საღამოს ისინი კიდევ 10 პაციენტის პასუხს ელოდებიან.
„შიდა გავრცელების ეტაპზე ჩვენ უკვე გადასულები ვართ. დღეს არის პირველი დღე, როცა ტესტირების შედეგად 30 ინფიცირებული შემოგვემატა. მე ვიმედოვნებ, რომ ხვალ და ზეგ ეს მაჩვენებელი 30-ზე მეტი არ იქნება. საერთოდ შემიძლია ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია დაავადების მატება, მაგრამ თუ ეს ასე გაგრძელდება, ასეულები არ იქნება და იქნება ათეულები, ამ პრობლემას, ალბათ, ადვილად გადავლახავთ. ამისთვის აუცილებელია დავრჩეთ სახლში“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
#მარინაეზუგბაია
#კორონავირუსი
#პანდემია
#დარჩისახლში
#tbilisidaily