შემდეგი 10 დღე ყველას ექნება უფლება, რეგისტრაციის მისამართზე დაბრუნდეს - მაია ცქიტიშვილი

0
ვიცე-პრემიერისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ახალი შეზღუდვების პირობებში მომავალი 10 დღის განმავლობაში ყველას ექნება უფლება, რეგისტრაციის მისამართზე დაბრუნდეს, თუმცა ქალაქის კვლავ დატოვების უფლება აღარ ექნებათ. „ანუ, იმ რეგისტრაციის მისამართზე, რომელიც პირადობის მოწმობებშია დაფიქსირებული. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ამ ათი დღის განმავლობაში დაბრუნდნენ თავიანთ რეგისტრაციის ადგილზე. მათ თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, სად ურჩევნიათ ათი დღის გატარება. იმ შემთხვევაში, თუ აირჩევენ, რომ სხვაგან წაბრძანდნენ, 21:00 საათამდე ამის საშუალება ექნებათ. ასევე, თუ მოქალაქეები სხვა რეგიონებში იმყოფებოდნენ და მათ ამ ქალაქებში დაბრუნების სურვილი აქვთ, რა თქმა უნდა, ხვალ 21:00 საათამდე ამის საშუალება ექნებათ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
#კორონავირუსი
#აკრძალულიგადაადგილება
#მაიაცქიტიშვილი
#tbilisidialy
0