საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 300-მდე გაიზარდა. აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე ვრცელდება.
ამასთან, ბოლო მონაცემებით, საქართველოში გამოჯანმრთელებულია 69 ინფიცირებული.
კარანტინის რეჟიმში რჩება - 4990, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 462 მოქალაქე.
ამდრომდე საქართველოში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 3–ს შეადგენს.
ასევე უცხოეთიდან საქართველოში გადმოყვანილი მოქალაქეების რაოდენობაც 3–ია.