Chef და არა პოვარი.

0
მზარეულის გაგონებაზე თუ მხოლოდ "ოსტრი" ღიპიანი მამაკაცი და "ეს ისეთი პროფესიაა ჭამა არ გაკლდება" გახსენდება. მაშინ უნდა გითხრათ, რომ რეალობისაგან ძალიან შორს ხართ. ეს პროფესია უნდა ფასდებოდა 4 სიტყვით, ეს იქნება: ხელოვანი, მომთმენი, მელომანი და პერფექციონისტი. დავიწყოთ ხელოვანით. თქვენ შეიძლება იფიქროთ, რა არის გაფორმება? მოაყაროთ მიკრო ბალახი და მორჩა. მაგრამ ეს ასე არ არის. თეფშზე კერძის გაფორმებით მზარეული ერთგვარ სანახაობას დგავს, სადაც იგი ემოციებს, ფერთა გამას ერთად ათავსებს. კერძის დიზაინი გამოხატავს მზარეულის ხედვას. რაც შეეხება პერფექციონზმს. ყველა სამზარეულოს აქვს ერთი დაუწერელი კანონი, ან აკეთებ იდეალურად, ან საერთოდ არ აკეთებ და არ აქვს მნიშვნელობა ბევრი შეკვეთა გაქვს თუ დროში ვერ ეტევი, უბრალოდ ყვირი და აკეთებ საქმეს!!! მოთმენა რაც ყველა პროფესიაში საჭიროა, თუმცა სამზარეულო ამის გარეშე არ არსებობს. თუ ფიქრობთ, რომ აქ რამეს დააშავებ და თავზე ხელს გადაგისვამენ მაშინ სჯობს რამე მშვიდი პროფესია შეარჩიოთ. იცოდეთ, რომ ამ სფეროში ბევრი შენიშვნის ატანა მოგიწევს. მელომანია დიდ როლს თამაშობს ჩვენს გემოვნებაზე, გვიყვარს კარგი მუსიკა? ესეიგი კერძებსაც ემოციით ამზადებ.
#cooking
#food
#cuisine
#masterchef
#chef
#news
0