0
კინოსტუდიაში უცხოელი სტუმრები არიან ჩამოსული. რეზო ჩხეიძე "დონ კიხოტს" იღებს. ერთ-ერთ უცხოელ რეჟისორს შეუთავაზებია, ერთობლივად ხომ არ გადაგვეღო "ვეფხისტყაოსანიო": თინათინს ითამაშებს ოდრი ჰეფბერნი, ნესტან-დარეჯანს - სოფი ლორენი, ტარიელს - ლოურენს ოლივიე, ავთანდილს - პიტერ ოტული და ასე ჩასულა ფატმანამდე... ვიღაცას უკმაყოფილება გამოუთქვამს: - რაღა ერთობლივი ფილმია, თუ მხოლოდ უცხოელები ითამაშებენ. ჩვენ, ქართველებმა, ვინღა ვითამაშოთო?! - როგორ თუ ვინ? ამდენ ქაჯებს თამაში არ უნდა? - ჩაერთო საუბარში ნოდარ დუმბაძე
#writing
0