მორწმუნე ადამიანი ქვეყნის წინაშე ორმაგად პასუხისმგებელია — კახა კალაძე
92 Views
On.ge
Tbilisi · 5 months ago

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მორწმუნე ადამიანი ქვეყნის წინაშე ორმაგად პასუხისმგებელია. მისი თქმით, სახლში დარჩენა ეს მისი რწმენის გამყარებაა და არა განსაცდელი.

კალაძე მორწმუნეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

"ყველა ვალდებულია დარჩეს სახლში და დაიცვას კანონი. მე მგონია, რომ ჩვენი სარწმუნოებაც ამას გვასწავლის. დარწმუნებული ვარ, რომ მორწმუნე ადამიანი ორმაგად პასუხისმგებელია ქვეყნის წინაშე, რამეთუ მისი სულიერი მისიაა მოყვასზე ზრუნვა. ყველა მორწმუნეს მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, რომ დარჩეს სახლში და ილოცოს სხვების ჯანმრთელობისთვის, სხვების სიცოცხლისთვის", — განაცხადა კალაძემ.

#news #politics

მორწმუნე ადამიანი ქვეყნის წინაშე ორმაგად პასუხისმგებელია — კახა კალაძე
on.ge
On.ge
Tbilisi · 5 months ago
6
Write a comment