2 votes
0 comments
0 shares
Save
109 views
Misho Stefnadze
Tbilisi · 2 months ago

https://youtu.be/4_wam4PEUY4


Misho Stefnadze
Tbilisi · 2 months ago
Similar Posts
Misho Stefnadze
Tbilisi, Georgia · 2 months ago
ყველაფერი კარგად იქნება .....
Misho Stefnadze
Tbilisi, Georgia · 2 months ago
მე მჯერა მოვა დრო დროის საკითხავად ........
Misho Stefnadze
Tbilisi, Georgia · 2 months ago
ყველაფერი.კარგად იქნება .....
Misho Stefnadze
Khashuri, Georgia · 2 months ago
მოგიტან ნიავს...
Misho Stefnadze
Khashuri, Georgia · 2 months ago
რაც იწვის ყველაფერი ცეცხლში მოხვდება....
Fashion Folk Tales
Tbilisi, Georgia · 3 days ago
კარლ ლაგერფელდთან ერთად ღამის კლუბებში გატარებული დროით შთაგონებული ვირჯინია ვიარდის ახალი...
კარლ ლაგერფელდთან ერთად ღამის კლუბებში გატარებული დროით შთაგონებული ვირჯინია ვიარდის ახალი კუტიურ კოლექცია შანელისთვის ვირჯინია ვიარდი კარლ ლაგერფელდს პირველად ოთხმოციან წლებში შეხვდა. მაშინ ლაგერფელდი ხშირად სტუმრობდა ღამის კლუბებს და ვიარდიც თან ახლდა. სწორედ ამ ექსცენტრიულ პერიოდს მიუბრუნდა შანელის ამჟამინდელი შემოქმედებითი ხელმძღვანელი ოტ კუტიურ კოლექციის შექმნისას და დაიწყო ფიქრი „პანკ პრინცესაზე, რომელიც Le Palace – ს მზის ამოსვლისას ტოვებდა.“ იხსენებდა საგულდაგულოდ გამოწყობილ ექსტრაორდინალურ ქალებს, რომლებიც დროს კარლთან ერთად ატარებდნენ, მათ შორის პრინცესა Gloria von Thurn und Taxis – ს და ეცადა ეპოქის სულისკვეთება მისთვის დამახასიათებელი თმის სტილით, ბევრი სამკაულებით, შანელის კოდების მორგებით გადმოეცა. „ეს კოლექცია უფრო მეტად კარლ ლაგერფელდით არის შთაგონებული, ვიდრე გაბრიელ შანელით. გონებაში ნამდვილად კარლის სამყარო მქონდა…“ ვირჯინია ვიარდი აღსანიშნავია ლუქების შემცირებული რაოდენობაც – საშუალოდ სამოცდაათის მაგივრად ოცდაათი. ამის მიზეზი, ბუნებრივია, პანდემიის შედეგად განვითარებული მოვლენები, გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაკეტილი სამკერვალოები და სამუშაოს შესასრულებლად ნაკლები დროის ქონაა. კატალოგისთვის კოლექცია მოდელებმა Adut Akech – მა და Rianne Van Rompaey – მ მოირგეს. შანელის კლასიკურ ბუნებას როკ’ნ’ როლ განწყობა ფოტოებსა და ვიდეოში Mikael Jansson-მა შეუთავსა. კლიენტებს ასევე გაეგზავნებათ კატალოგები, რომლებშიც დამატებით ყველა დეტალი გამოკვეთილად იქნება ნაჩვენები. „კოლექცია გლამურს შეეხება; ის დახელოვნებული და ექსცენტრიულია — ძალიან ინგლისური — რომანტიკული და ფანტასტიკური.“ #შანელი #მოდა #დიზაინი #ახალიკოლექცია #ვირჯინია Tbilisi#მოდა
კარლ ლაგერფელდთან ერთად ღამის კლუბებში გატარებული დროით შთაგონებული ვირჯინია ვიარდის ახალი...
Fall-Winter 2020/21 Haute Couture – CHANEL
Fall-Winter 2020/21 Haute Couture – CHANEL
Fall-Winter 2020/21 Haute Couture – CHANEL
Fashion Folk Tales
Tbilisi, Georgia · 1 week ago
22 წლის შემდეგ ტაირა ბენქსი კვლავ ამშვენებს SI – ის ყდას
22 წლის წინ, Sports Illustrated Swimsuit – ისთვის, ტაირა ბენქსი პირველი აფრო-ამერიკელი ქავერ-ვარსკვლავი იყო. ამ გამოცემას უკავშირდება ბენქსის კარიერის აღმავლობა. ნომრის გაყიდვაში გამოსვლის შემდეგ, ტაირათი ვიქტორია სეკრეტი დაინტერესდა და ძალიან მალე,ის Victoria’s Secret – ის პირველი აფრო-ამერიკელი ანგელოზიც გახდა. 2 ათწლეულის შემდეგ, ბენქსი კვლავ არის იმ ჟურნალის ყდაზე, რომელმაც მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. ფოტოგრაფი: Laretta Houston ვარცხნილობა: Kim Kimble მაკიაჟი: Valente Frazier ტაირას ახალი ინტერვიუ ყდასთან დაკავშირებით #ტაირა #ტაირასქამბექი #მოდა #დიზაინი #SI Tbilisi#მოდა
+3
22 წლის შემდეგ ტაირა ბენქსი კვლავ ამშვენებს SI – ის ყდას
Tyra Banks Reveals Why She Came Out of Retirement for 'SI Swimsuit' 2019 (Full Interview)
Tyra Banks Reveals Why She Came Out of Retirement for 'SI Swimsuit' 2019 (Full Interview)
Tyra Banks Reveals Why She Came Out of Retirement for 'SI Swimsuit' 2019 (Full Interview)
Fashion Folk Tales
Tbilisi, Georgia · 1 month ago
ᲒᲣᲩᲘ ᲡᲔᲖᲝᲜᲣᲠᲝᲑᲘᲡ ᲓᲐ ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲩᲐᲢᲐᲠᲔᲑᲘᲡ “ᲒᲐᲪᲕᲔᲗᲘᲚ” ᲠᲘᲢᲣᲐᲚᲡ ᲔᲛᲘᲯᲜᲔᲑᲐ
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ალესანდრო მიკელეს შემოქმედებითობა საზღვრებს მიღმა დგას და წარმოუდგენლად მრავლისმომცველია, დრო იყო კომპანიას, რომელსაც ის შემოქმედებითად ხელმძღვანელობს, ბიზნესის მორგებულ ჩარჩოებს გარეთ დაეწყო მოქმედება. შესაბამისად, გუჩი საკუთარი წესებით თამაშს ირჩევს. გუჩი მოდის კონგლომერატის, ქერინგის, შემადგენლობაში შესული მეორე და, ამავდროულად, მისი ყველაზე შემოსავლიანი ბრენდია, რომელიც მოდის ტრადიციული კალენდრისგან დამოუკიდებლობას აცხადებს. თავდაპირველად, მსგავსი გადაწყვეტილება სან ლორანის მოდის სახლში მიიღეს. რამდენიმე დღის წინ გუჩიმ სოციალურ ქსელში ალესანდროს ჩანაწერების გასაჯაროება დაიწყო. დღეს დიზაინერმა თავის ინსტაგრამზეც გამოაქვეყნა ამონარიდები თავისი დღიურიდან, რომელზეც რომში მდებარე საკუთარ სახლში იზოლირებული მუშაობდა და მისთვის შესაფერისი პოეტური მანერით გვამცნო ახალი გადაწყვეტილების შესახებ. აღარავითარი დამატებითი შოუები. მეტი თავისუფლება და დამოუკიდებლობა. მიკელე გუჩიში ახალი თავის დაწერას იწყებს. „ვაპირებ, რომ სეზონურობის და ჩვენებების გამართვის ეს გაცვეთილი რიტუალი მივატოვო, რათა ჩემს ექსპრესიულ გაცხადებასთან უფრო ახლოს მდგომ ახალ რიტმს ავყვე. ახალი ისტორიის თავების გასაზიარებლად წელიწადში მხოლოდ ორჯერ შევხვდებით. ეს თავები უჩვეულო, სიხარულის მომტანი და სრულიად თავისუფალი იქნება, რომლებიც დაიწერება წესების და ჟანრების შერევით, ახალი სივრცეებით, ლინგვისტური კოდებით და კომუნიკაციის პლატფორმებით.“ ალესანდრო მიკელე კრიზისის გამოძახილია გუჩის ახალი კამპანიაც, რომლისთვისაც მასში მონაწილე მოდელებს სრული თავისუფლება მიეცათ ისე გამოეხატათ თავები, როგორც თავად სურდათ და დამოუკიდებლად შეექმნათ პორტრეტების სერია. არავითარი ფოტოგრაფი, მაკიაჟის სპეციალისტი თუ თმის სტილისტი. მხოლოდ კამერის წინაშე მარტოდ დარჩენილი გუჩის მოდელები, პერსონაჟები, რომლებსაც ერთადერთი რაც ევალებოდათ იყო ის, რომ ბრენდის სამოსში გამოეხატათ თავიანთი იდენტობა იმ გარემოში, რომელშიც იმყოფებოდნენ. როგორც მიკელემ ალექსანდრ ფიურის უთხრა, ახალი კამპანია შეიძლება უბრალო ჩანს, მაგრამ თავად გრძნობს, რომ ის ყველაზე ძლიერი რამ არის, რაც ბოლო წლებში გაუკეთებია. (და ჩვენ ვიცით როგორია მისი სხვა კამპანიები). ვიდეოში კი რამდენიმე წამით ალესანდროს თავადაც ვხედავთ. მართლა ძალიან ცუდად ვმღერი, თანაც მორცხვი ვარ, მაგრამ კამპანიის ვიდეოში ჩემი ძალიან, ძალიან პატარა ნაწილიც არის წარმოდგენილი. ეს ის არის, რაც მართლა მძულს. მაგრამ ბოლოს … მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ჩაკეტილი პიროვნება ვარ, ვფიქრობდი, მოდა არის რაღაც, რამაც შესაძლოა ცოტა მეტი უნდა გაამჟღავნოს.“ დავუბრუნდეთ ბრენდის ახალ გადაწყვეტილებას. ჩვენ უკვე გაგაცანით სამი მნიშვნელოვანი ღია წერილი, რომელიც მოდის ინდუსტრიამ მიიღო, მაგრამ გუჩის ამ ნაბიჯით სისტემის ცვლილებაზე, შენელებაზე დაწყებული საუბარი აქტიურ ფაზაში მხოლოდ ახლა შევიდა. გარდაუვალია, რომ ასეთ დიდ მოთამაშეს კიდევ ბევრი სხვა ბრენდიც მიბაძავს.#გუჩი #გაცვეთილირიტუალი #მოდა #დიზაინი #ალესანდრომიკელე Tbilisi
Fashion Folk Tales
Tbilisi, Georgia · 1 month ago
ჰოლანდიელი ტოპ მოდელი Romee Strijd თავისი პარტნიორისგან, Laurens van Leeuwen-სგან შვილს ელოდება!
ჰოლანდიელი ტოპ მოდელი Romee Strijd თავისი პარტნიორისგან, Laurens van Leeuwen-სგან პირველ შვილს ელოდება. წყვილისთვის სიახლე განსაკუთრებით სასიხარულია, რადგან წლების წინ, რომის საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომი დაუდგინეს. ჰოლანდიელი წერს, რომ ამ მდგომარეობის გამო, მას 7 წელი მენსტრუაციის ციკლი არ ჰქონდა. რომი და ლორენსი ფიქრობდნენ, რომ მათ ცხოვრებაში ეს დღე არ დადგებოდა, თუმცა თანამედროვე მედიცინის და ცხოვრების სტილის (ყოველდღიური ვარჯიში, ფრენები, სტრესი, რაც თან ახლავს მოდელის პროფესიის ყოველდღიურობას) შეცვლის შემდეგ, რომის ჯანმრთელობის მდგომარეობა დარეგულირდა და მისი ორგანიზმი ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდა. რომის და ლორენსის სიყვარულის ისტორია 2010 წელს მათ მშობლიურ ჰოლანდიაში დაიწყო. ერთი წლის შემდეგ, რომი ნიუ-იორკის სამოდელო სააგენტომ აღმოაჩინა და კონტრაქტი შესთავაზა. სთრაიდის სამოდელო კარიერას აღმავლობის პოტენციალი ჰქონდა, ამიტომ ლორენსმა ჰოლანდიაში სამსახური მიატოვა და რომისთან ერთად ნიუ-იორკში ჩავიდა. 10 წლის შემდეგ, რომის პორტფოლიოში 100-ზე მეტი ბრენდი და 50-ზე მეტი ჟურნალია. 2014 წელს ის ვიქტორია სეკრეტის ანგელოზი გახდა. რომი იუთუბითაც არის დაკავებული, შეგიძლიათ ესტუმროთ მის არხს: #ჰოლანდიელიტოპმოდელი #მოდა #დიზაინი #პირველიშვილი Tbilisi
Keso Bigvava
Tbilisi, Georgia · 1 month ago
ევა გრინის 5 ფილმი, რომელიც მორალისა და ამორალურობის ზღვარზე გადის
ევა გრინი ცნობილია თავისი ეპატაჟური როლებით. გთავაზობთ 5 ფილმს მისი მონაწილეობით, რომელიც მორალისა და ამორალურობის ზღვარზე გადის. ნამსხვრევები საშო მეოცნებენი იდეალური გრძნობა დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე#ევაგრინი #ფილმები #მორალი #ამორალურობა #კინოხელოვნება #კინო Tbilisi