თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ „ფეისბუქში“ მისი სახელით ყალბი ანგარიშია შექმნილი. ეზუგბაია მოსახლეობას მოუწოდებს, სოციალურ ქსელში მისი სახელით გავრცელებულ ინფორმაციას არ ენდოს.
„მინდა, ერთი განცხადება გავაკეთო. მე არ მაქვს ფეისბუქი, ჩემი სახელით შექმნილია ყალბი ფეისბუქი. მასზე გამოქვეყნებული მოსაზრებების და ინფორმაციის ავტორი მე არ გახლავართ, ამიტომ არ მიაქციოთ ამას ყურადღება. სოციალური ქსელებით არ ვსარგებლობ, ყველა ეს ინფორმაცია არის ყალბი და ამას, როგორც ჩემი სახელით გამოქვეყნებულ მასალებს, ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ძალიან გთხოვთ, “- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
#ეზუგბაია
#ყალბი
#ანგარიში
#tbilisidaily