ვინ დატოვა საპატრიარქოს კედელზე წარწერა – „ყველაზე უღმერთო ორგანიზაცია მსოფლიოში“

0
„პრაიმტაიმს“ აცნობეს, რომ საპატრიარქოს შენობის კედელზე ახალგაზრდა მამაკაცმა შეურაცხმყოფელი წარწერა გააკეთა. თვითმხილველი ირწმუნება, რომ წარწერა – „ყველაზე უღმერთო ორგანიზაცია მსოფლიოში“ – საპატრიარქოს კედელზე ორი-სამი დღის წინ სამოქალაქო აქტივისტმა ზუკა ბერძენიშვილმა გააკეთა. „პრაიმტაიმმა“ ინფორმაცია თავად ზუკა ბერძენიშვილთან გადაამოწმა. -ნუ, ვიზიარებ წარწერას, თუმცა როგორ იწერება არ ვიცი. აბსოლუტურად ორი ხელით ვეთანხმები – გვითხრა ზუკა ბერძენიშვილმა.
0