კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად პოლონეთი ეკონომიკურ შეზღუდვებს ამცირებს

0
პოლონეთის ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიაზე კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას მიმდინარე კვირას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მმართველი პარტია „კანონი და სამართალის“ (PiS) მიერ გაკეთებული განცხადებით, პანდემიური მდგომარეობა ეკონომიკაზე მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას ახდენს და საზოგადოებრივი ცხოვრების შეზღუდვა ქვეყანას ყოველდღიურად 10 მლრდ. ზლოტამდე (დაახლოებით $2, 42 მლრდ.) შემოსავალს აკარგვინებს. რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ, მათ შორის ჩეხეთის რესპუბლიკამ, უკვე დაიწყო ეკონომიკური შეზღუდვების შერბილება, იქიდან გამომდინარე, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები თანდათანობით შენელდა. პოლონეთში ვირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები ზრდის ტემპი არ შეცვლილა. სამშაბათის, 14 აპრილის მდგომარეობით, პოლონეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 7000 ადამიანს აჭარბებს, ხოლო დაღუპულთა რიცხხი 250-ზე მეტია. „ჩვენ თანდათანობით ვიწყებთ ეკონომიკის ამუშავებას, რაც უკვე კარგი სიახლეა“, - განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ლუკაშ შუმოვსკიმ. შეზღუდვების შერბილების მიუხედავად, ყველა პოლონელი ვალდებულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სამედიცინო ნიღაბი ატაროს. დამატებით, პოლონეთის ტერიტორიაზე საჯარო სკოლები 26 აპრილამდეა დახურული, ხოლო სამეწარმეო საქმიანობა 19 აპრილამდე არის აკრძალული. რაც შეეხება საზღვრებს, ის 3 მაისამდე არის დაკეტილი. წყარო: Reuters
#Coronavirus
#Poland
#Economy
#Headline
0