2-3 თვეში ქვეყანა 90-იანი წლების დონის გაღატაკების ზღვარზე აღმოჩნდება - ირაკლი ოქრუაშვილი

0
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი , , ფეისბუქის” გვერდზე პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ 2-3 თვეში საქართველო 90-იანი წლების დონის გაღატაკების ზღვარზე აღმოჩნდება. მისივე თქმით, ქვეყანა მთლიანად დამოკიდებულია ამერიკისა და ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე, ამ ფონზე კი ელჩების წინაშე დადებული ხელშეკრულება არ სრულდება და მისი პირობები ირღვევა. , , პრობლემას ვერც იმაში ვხედავ რომ ციხეში ვარ და ვერც იმაში, რომ ივანიშვილის დავალებით 5 წელი მომისაჯეს სრულიად უსამართლოდ. პრობლემა იმაშია, რომ ქვეყანა 90-იანი წლების დონის გაღატაკების ზღვარზე აღმოჩნდება უახლოეს 2-3 თვეში. მთლიანად დამოკიდებული ვართ საგარეო ფინანსურ დახმარებაზე ამერიკისა და ევროკავშირისგან და ამ დროს, ამ ქვეყნების ელჩების წინაშე გაფორმებულ შეთანხმებას არღვევ და მათ წინაშე აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ივანიშვილის “კაპეიკებით” ამოვალთ ამ წლის ეკონომიკური პრობლემებიდან, ძალიან ცდება“, - წერს ირაკლი ოქრუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.
#ირაკლიოქრუაშვილი
#საქართველო
#ივანიშვილი
#ევროკავშირი
#აშშ
#tbilisidaily
0