მოქალაქეები ,,ავერსის" კლინიკაში ორი სახის კოვიდ ტესტის ჩატარებას შეძლებენ

Gori Daily

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მოქალაქეებს ,,ავერსის" კლინიკაში ორი სახის კოვიდ ტესტის ჩატარება შეუძლიათ. ამის შესახებ კლინიკის ადმინისტრაციიდან გვაცნობეს. ეს მეთოდებია: სწრაფი და PCR ტესტი: ,,ჩვენთან ტარდება 2 სახის COVID ტესტი. PCR მეთოდით ჩატარებული კვლევის ფასია 150 ლარი, ხოლო სწრაფი ტესტის 55 ლარი. მოქალაქეებმა უნდა მოგვმართონ სამუშაო სათებში. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 - 17:00 საათამდე, შაბათს 10:00 - 15:00 საათამდე."  -გვაცნობეს კლინიკის ადმინისტრაციიდან. მათივე განმარტებით, ტესტის პასუხი აღებიდან მეორე დღეს იქნება, შესაძლებელია, როგორც ხელზე გატანა, ასევე მეილზე გადაგზავნა. ,,ამ ეტაპზე ვეღარ ვახერხებთ გამოძახებებზე გასვლას, ძალიან დიდი მომართვიანობის გამო.'' - გვითხრეს კლინიკის ადმინისტრაციაში. რაც შეეხება უფასო ტესტებს, ამის თაობაზე მოქალაქეებმა სიმპტომების გამოვლენისთანავე, უნდა მიმართონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს, ოჯახის ექიმს ან დარეკონ ცხელ ხაზზე. _________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #საზოგადოება #კორონავირუსი #გორი #goridaily წყარო: qartli.ge