ქალი რომელმაც ზუსტად ამოიცნო საკუთარი ხელით ლაბორატორიაში მიტანილ შტამში COV19

0
დაახლოებით 12 წელია ვუჰანის ლაბორატორია იკვლევს ახალ ვირუსებს, მათ შორის კორონავირუსების ნაირსახეობებს- პირველ რიგში, გარეულ ღამურებთან. ამ კვლევებისთვის ლაბორატორიის უფროსმა ვირუსოლოგმა - პროფესორმა ქალმა Zheng-Li Shi-მ მოიარა ბევრი პროვინციის გამოქვაბული, რომ ღამურების ფეკალიების ანალიზი ჩაეტარებინა და ამასობაში შექმნა ახალი კორონავირუსების (და არა მარტო) საკმაოდ მდიდარი მონაცემების ბაზა, ამიტომაც გახდა შესაძლებელი კოვიდის გენომის ასეთი სწრაფი გაშიფრვა - ვირუსოლოგმა სწრაფად ამოიცნო პროვინცია Yunnan-იდან საკუთარი ხელით ჩამოტანილი და გამოყვანილი ვირუსის ველური შტამი (ამ ქალს მეტსახელად ბეტვუმენიც კი შეარქვეს). ცნობილია, რომ ეპიდემია წამოვიდა ლაბორატორიასთან 300 მეტრის სიახლოვეს მდებარე ცხოველების ბაზრიდან, პირველი დავირუსებული ე.წ. პაციენტი 0 იყო ამ ბაზრის თანამშრომელი, მაგრამ როგორც მოგვიანებით გაირკვა, 41 პირველი დაინფიცირებულიდან 13 პაციენტს არანაირი კავშირი არ ჰქონდა ბაზართან. დასავლელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვუჰანის ლაბორატორიაში ჩატარებული ცდებისას (ღამურების ვირუსებს წლებია ღორებზე ცდიან, ბევრ ფერმაშიც კი) ეს ახალი ვირუსი "გაექცათ" და ასე მოხვდა მოსახლეობაში და არა ბაზრიდან. და რაც მთავარია, ახალი კოვიდის გენომი 96, 6%-ით ემთხვევა Yunnan-ის გამოქვაბულიდან წამოღებული (და ვუჰანის ლაბორატორიაში კულტივირებული) ვირუსისას. ჩინეთის მთავრობა ყველაფერს უარყოფს და მალავს ფაქტებს, რა თქმა უნდა.
0