კახა კალაძის განცხადებით, სპეციალური საგუშაგო კიკეთში განთავსდება

0
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კოჯრისა და წყნეთის გზაგასაყარზე მოწყობილი სპეციალური საგუშაგო გადაიწევს და კიკეთში განთავსდება. „გუშინ დამატებითი შეზღუდვები დაწესდა, რომლის თაობაზეც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა შემოვიდა დედაქალაქის მერიაში, განსაკუთრებით კიკეთში მცხოვრები ადამიანების მხრიდან, რადგან კოჯრისა და წყნეთის გზაგასაყარზე მოწყობილი იყო სპეციალური საგუშაგო, სადაც პოლიცია და ჯარია განთავსებული და კიკეთი თბილისის მიღმა რჩებოდა. შესაბამისად, ჩვენ არსებული დგომარეობა გავითვალისწინეთ და ეს საგუშაგო გადაიწევს კიკეთში ისე, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს, ან ისინი, ვინც ყოველდღიურად ადის-ჩამოდის და იქ იმყოფება, ამ მიმართულებით არავითარი პრობლემა არ შექმნებათ“, - განაცხადა კალაძემ.
#კალაძე
#თბილისი
#კიკეთი
#tbilisidaily
y
0