COVID-19-ისგან პრევენციის მიზნით დაგეგმილი საინფორმაციო კამპანია.

0
COVID-19-ისგან პრევენციის მიზნით დაგეგმილი საინფორმაციო კამპანია. ათი რეგიონული ჰაბის, ბიზნესის, ადგილობრივი თვითმმართველობის, მოხალისეთა ჯგუფების, ადგილობრივი და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობით ხორციელდება კამპანია ევროკავშირის პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, რომლის მთავარი დანიშნულება კორონავირუსის პრევენციაა. საინფორმაციო კამპანიის მიზანია საქართველოს 10 რეგიონში, წინასწარ შერჩეულ 647 ლოკაციაში (ქალაქში, სოფელში, რაიონულ ცენტრსა და ჩასახლებაში) მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირება ვირუსის გავრცელების პრევენციული ზომების შესახებ, რაც გულისხმობს, იმ უწყებების სარეკომენდაციო წესებისა და საკონტაქტო ინფორმაციების გავრცელებას როგორიცაა: საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი -112; ჯანდაცვის სამინისტრო; დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი. საინფორმაციო სტიკერები უკვე განთავსდა ყოველდღიური მოხმარების პროდუქტზე - პურზე. იმერეთის, აჭარის, სამეგრელოს, გურიის რეგიონებში მოქმედი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პურის მწარმოებელი კომპანიების: „ელვა“, შპს "მადლიანი 1“, შპს „ლეკო“ , შპს „ვასაძის პური“, შპს „ხელვაჩაურის პურპროდუქტები“, შპს „ნაღდი პური“, შპს „ცინბა“ მიერ წარმოებულ 173, 760 პურზე. დამზადდა 22, 500 ცალი სურსათის ჩანთა სურსათის ჩანთები გასარვცელებლად გადაეცემათ იმ ორგანოებს რომლებიც მუნიციპალიტეტების მასშტაბით მოწყვლად ჯგუფებს პროდუქტებს აწვდიან,
#ზუგდიდი
#რეგიონები
#სამეგრელო
#იმერეთ
#აჭარა
#გურია
#კორონავირუსი
#პრევენცია
#zugdididaily
0