მთლიანად საგარეო დახმარებაზე ვართ დამოკიდებულები, ამ დროს შეთანხმებას არღვევენ — ოქრუაშვილი

ByOn.geGeorgia
0
გამარჯვებული საქართველოს ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ამბობს, რომ მთავრობა მთლიანად საერთაშორისო პარტნიორების ეკონომიკურ დახმარებაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, ასეთ დროს ხელისუფლება ელჩების წინაშე, 8 მარტს გაფორმებულ შეთანხმებას არ უნდა არღვევდეს. ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა ფეისბუქზე დაწერა. "პრობლემას ვერც იმაში ვხედავ, რომ ციხეში ვარ და ვერც იმაში, რომ ივანიშვილის დავალებით 5 წელი მომისაჯეს სრულიად უსამართლოდ. პრობლემა იმაშია, რომ ქვეყანა 90-იანი წლების დონის გაღატაკების ზღვარზე აღმოჩნდება უახლოეს 2-3 თვეში. მთლიანად დამოკიდებული ვართ საგარეო ფინანსურ დახმარებაზე ამერიკისა და ევროკავშირისგან და ამ დროს, ამ ქვეყნების ელჩების წინაშე გაფორმებულ შეთანხმებას არღვევ და მათ წინაშე აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებ", — წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
#news
#politics
ByOn.geGeorgia
0