თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, საქართველოში დამატებითი აპარატურა შემოდის, თუმცა თუ მოქალაქეებმა ერთმანეთი არ დაიცვეს და სოციალური დისტანცია არ შეინარჩუნეს, მხოლოდ ექიმები ამ გამოწვევის წინაშე ვერაფერს გახდებიან.
„მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას. დადგა დრო, რომ ერთმანეთს უნდა დავცილდეთ. უნდა დავცილდეთ იმიტომ, რომ აუცილებლად უნდა გადავრჩეთ. დაცილების ერთ-ერთი გზა არის ფიზიკური დისტანცია, მაგრამ ერთი გამონაკლისით, დესოციალიზაციის გარეშე.
ჩვენ თქვენთვის ვართ, მაგრამ ვერ ავუვალთ ამდენს, თუ არ დაიცავით ერთი რამ, დარჩით სახლში ფიზიკური დისტანციით, ” - განაცხადა რატიანმა.
#ლევანრატიანი
#დისტანცია
#იზოლაცია
#კორონავირუსი
#tbilisidaily
y