ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველო ემზადება ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად

0
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ საქართველოში ფიქსირდება შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოება და მიმდინარეობს მზადება ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად. მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კვლევა და მათი კონტაქტების მოძიება. , , ქვეყანაში დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი ზრდა და დღევანდელი დღის მონაცემებით, უკვე ქვეყანაში გვყავს კოვიდინფიცირების 306 დადასტურებული შემთხვევა. ჩვენ, პრაქტიკულად, ქვეყანაში გვაქვს შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოება და ფაქტობრივად, ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად, ” - განაცხადა ჩიქოვანმა. შეგახსენებთ, რომ მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში კიდევ უფრო მეტად გამკაცრდა შეზღუდვები, კერძოდ კი 4 დიდ ქალაქში - თბილისში რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში 15 აპრილია 21:00 საათიდან აიკრძალება შესვლა და გამოსვლა.
#ეპიდემია
#კორონავირუსი
#მთავრობა
#პიკი
#tbilisidaily
0