ნავაჭრი პროდუქტი სახლში მიტანისას უნდა ირეცხებოდეს, ზოგი იმდუღრება - გამყრელიძე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141481 ნავაჭრი პროდუქტი სახლში მიტანისას უნდა ირეცხებოდეს, ზოგი იმდუღრება - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვით, სახლებში თუ მაღაზიებში ინფექცია არ გავრცელდება. "ნავაჭრი პროდუქტი სახლში მიტანისას უნდა ირეცხებოდეს, ზოგი იმდუღრება. გარეცხვის შემდეგ თუ არსებობს ვირუსი, ან თერმული დამუშავების შემდეგ, საშიში აღარ არის. [...] ეს ვირუსი არის წვეთოვანი, ანუ გადაეცემა წვეთების სახით, როდესაც ხველების, დაცემინების დროს ახველებს ან აცემინებს ადამიანი. ასევე, ის გადადის დაბინძურებული საგნებით. ამიტომაც ვამბობთ პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენა ერთ-ერთი მთავარი იარაღია. ამიტომაც არის კარგი, რომ ყველა დიდ დაწესებულებაში ჩამოყალიბდა კულტურა, სადეზინფექციო საშუალებებით ხელების დამუშავება და ეს კარგია"- განაცხადა გამყრელიძემ.
0