ბილ გეითსი გვირჩევს, როგორ ვადაპტირდეთ სამყაროსთან, კარანტინის დასრულების შემდეგ

0
როგორი იქნება ჩვენი ცხოვრება და რას უნდა ველოდოთ პანდემიის დასრულების შემდეგ? ამ კითხვის გარშემო ბილ გეითსმა LinkedIn-ის პირდაპირი ჩართვისას ისაუბრა. მისი თქმით, ცხოვრების ნორმალურ ტემპამდე მისასვლელად, გარკვეული დროა საჭირო და ბევრი რამ, ჩვენთვის ჩვეული ყოველდღიურობიდან, სამუდამოდ შეიცვლება. მისი ვარაუდით, აშშ-ში ეს პროცესი ივნისის პირველ დეკადაში დაიწყება, თუკი მანამდე პროცესი კარგად ჩაივლის. “ნორმასთან დაბრუნება არ ნიშნავს დიდ საჯარო შეკრებებს ან სავსე რესტორნებს – ამბობს ბილ გეითსი: – ვფიქრობ, უფრო მეტად, ეს იქნება წარმოების განახლება, სკოლების გახსნა და მსგავსი რამ”. თუმცა, როდესაც საქმე სხვა ინდუსტრიებს ეხება, მათ შორის სტუმარმასპინძლობას, სპორტულ ღონისძიებებს თუ უძრავ ქონებას, ბილ გეითსს მიაჩნია, რომ ამ სფეროებს აღორძინებისთვის ბევრად მეტი დრო დასჭირდებათ. “ენდომებათ ადამიანებს მოგზაურობა? რესტორნებში სიარული? ან იფიქრებენ, რომ უძრავი ქონების შეძენა ახლა კარგი აზრია? იმ შემთხვევაშიც კი, როცა მთავრობა ამ ტიპის აქტივობებს დაუშვებს, არ შეიძლება ველოდოთ მყისიერ აღორძინებას.” ბილლ გეითსის აზრით, მართომასშტაბიან ცვლილებებსა და ეფექტური ვაქცინის გავრცელებას, ბევრი პროცედურული ნაბიჯის გავლა დასჭირდება და მისი ვარაუდით, ვაქცინის მასშტაბურ წარმოებამდე, დაახლოებით, 18 თვე გვაშორებს. რა შეიცვლება გრძელვადიან პერსპექტივაში? ზემოხსენებული პრობლემების გარდა, ბილ გეითსი ფიქრობს, რომ პანდემია ციფრული სფეროს უფრო მეტად ათვისებისკენ გვიბიძგებს. “ვფიქრობ, ისეთი რაღაცები, როგორიცაა მაგალითად, ბიზნეს მივლინებები, მოსალოდნელია, რომ საერთოდ არ დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს. ბიზნეს მოგზაურობები, ცხადია, იქნება, თუმცა, ბევრად ნაკლები”. რა შეიცვლება, მისი აზრით, სამუდამოდ? ამის საპასუხოდ, ბილ გეითსმა ახსენა Microsoft-ის აქციონერთა ვირტუალური შეკრება, ჯერ კიდევ, პანდემიის დაწყებამდე. იმდენად, რამდენადაც ბევრი კომპანია ამავე მოდელს მიმართავს, ბილ გეითსი ეჭვობს, რომ კომპანიები აქციონერთა უშუალო შეხვედრების განახლებას აღარ მოისურვებენ. ბილ გეითსის თქმით, პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით, ინოვაციები კვლავაც გაგრძელდება. “რა არის ვირტუალური სასამართლო? ან ვირტუალური საკანონმდებლო ორგანო? როგორ იკვრება ლოგიკა?.. რაღაც კუთხით, შეგიძლიათ შექმნათ ის, რაც ახლა ბევრად ეფექტურად იმუშავებს, ვიდრე ეს აქამდე იყო”. როგორ შეგიძლიათ ადაპტირდეთ, ბილ გეითსის მიერ აღწერილ ახალ რეალობაში, თუკი ბიზნესის მფლობელი ხართ? როგორ ადაპტირდეთ? მაგალითისთვის, დავუშვათ, თქვენ ფლობთ რესტორანს. სანამ სოციალური დისტანციის აუცილებლობა არ შემცირდება, იმისათვის, რომ არსებობა გააგრძელოთ, უნდა გქონდეთ მიტანის საიმედო სერვისი. შეიძლება საკუთარ თავს ეკითხებით, გსურთ თუ არა ამ გზით წასვლა, თუმცა, ამ შეკითხვას რა აზრი აქვს? ეს არ არის არჩევანი, ესაა გამოწვევა, რომელიც ან უნდა მიიღოთ, ან ბიზნესიდან გახვიდეთ. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი სერვისის დამატება არ ნიშნავს, რომ ადამიანები ავტომატურად დაიწყებენ თქვენთან რაიმეს შეკვეთას. დარწმუნდით, რომ ვებგვერდი მორგებულია მომხმარებელზე და მას შეუძლია შეუკვეთოს ავტომატურად და კომფორტულად მიიღოს ის კუთვნილი შეკვეთა. არ დაივიწყოთ კონტენტ მარკეტინგი: იმუშავეთ YouTube ვიდეოების შემქნაზე, რომლებითაც მომხმარებლებს აჩვენებთ, როგორ ამზადებთ ყველაზე პოპულარულ კერძებს. აჩვენეთ თქვენი ინდივიდუალობა. არ იდარდოთ იმაზე, რომ ადამიანები თქვენს რეცეპტებს მოიპარავენ, თქვენთან კერძების შეკვეთის ნაცვლად. დიახ, ასეთებიც იქნებიან, თუმცა, არა ბევრი და თქვენი სამიზნე სეგმენტიც სწორედ ისაა, ვინც არ მოიპარავს. თუმცა, რამდენიმე კარგმა ვიდეომ, სოციალურ არხებში, შეიძლება მარტივად დაგაბრუნოთ ბიზნესში. კიდევ ერთი მაგალითი: დავუშვათ, თქვენი საქმე კონფერენციებისა და ღონისძიებების დაგეგმვაა. ყველა ღონისძიება გაგიუქმდათ? ახლა ის დროა, როდესაც ყველა ვირტუალურ სამყაროში გადავიდა. თუმცა, ყველას არ აქვს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომ ხარისხიანი შოუ შექმნას. და მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ შექმნილი ღონისძიება ცოცხალისგან ბევრად განსხვავდება, ტექნიკური თვალსაზრისით, ის მაინც საკმაო რესურსს მოითხოვს. ამიტომ, გაეცანით ტექნოლოგიებს, ფუნქციებსა და ეფექტებს, რაც თქვენს კონცერენციას განსხვავებულ იერს მისცემს. დასაწყისისთვის, რამდენიმე უფასო ღონისძიება გაუშვით, რათა აჩვენოთ თქვენი ხარისხი. დახვეწეთ და შემდეგ, უკვე ფასიანი სერვისი შესთავაზეთ. მოკლედ შევეხოთ ტურიზმსაც. ამ ინდუსტრიას, უდავოდ, ყველაზე მძიმედ დაეტყო პანდემიის გავლენა. თუმცა, შეგიძლიათ გამოიყენოთ საბერძნეთის ტურიზმის ეროვნული ორგანიზაციის პროექტისგან Greece From Home. ეს ვებგვერდი კონტენტ მარკეტინგის პრინციპზეა აგებული. ის იყენებს ხარისხიან ონლაინ კონტენტს, რათა პოტენციურ მომხმარებლებთან დაამყაროს ურთიერთობა. YouTube ვიდეოებისა და სხვა ტიპის კონტენტის დახმარებით, კრეატორები მომხმარებლებს უჩვენებენ მათთვის საინტერესო ადგილებს, რასაკვირველია, ვირტუალურად. თუკი, ყველაფერი სწორადაა გაკეთებული, შესაძლოა კონტენტმა რეკლამის ხარჯები დაგიფაროთ ან პროდუქტიც კი გაგიყიდოთ. სულ მცირე, ეს შესანიშნავი საშუალებაა, დარჩეთ ხაზზე თქვენს აუდიტორიასთან, სანამ ისინი კვლავაც არ გადაწყვეტენ მოგზაურობას. მაშინაც კი, თუკი თქვენი ბიზნესი ამ ინდუსტრიებს არ განეკუთვნება, გამოსავალი მაინც არსებობს. მთავარი პრინციპია, რომ თქვენი რესურსები არსებული საშუალებების ეფექტურად გამოყენებისკენ მიმართოთ.
#პანდემია
Tbilisi
0