გუშინ ღამე გაძარცვული მაღაზია ზუგდიდის ცენტრში.
ზუგდიდის ცენტრში, აღმაშენებლის ქუჩაზე, პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტანსაცმლის მაღაზია, რომელიც საქართველოში არსებული ვითარების გამო დროებით დაკეტილი იყო, გაძარცვეს. მაღაზიაში ბრენდირებული ტანსაცმელი იყო გაყიდვაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ქურდობის ჩადენას სადგომში ან საცავში უკანონო შეღწევით.
დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით, ვადით ერთიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
#ზუგდიდი
#აღამშენებლისქუჩა
#ძარცვა
#დანაშაული
#თავისუფლებისაღკვეთა
#zugdididaily