ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება შეაჩერა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141488 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება შეაჩერა. აღნიშნული განცხადება ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ამასთან, მან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ჯანმო-მ "პასუხი უნდა აგოს". ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ბევრმა ქვეყანამ გაითვალისწინა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევები და "მათ ახლა ისეთი პრობლემები აქვთ, რომელიც დაუჯერებელია". ტრამპმა ასევე, აღნიშნა, რომ ჯანმო-მ ვერ შეასრულა თავის მოვალეობა. „ამერიკელი გადასახადების გადამხდელები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბიუჯეტში წელიწადში 400-500 მილიონს იხდიდნენ. შედარებისთვის, ჩინეთი სულ 40 მილიონს იხდის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვერ შეძლო, მიეღო შეემოწმებინა და გაეზიარებინა მსოფლიოსთვის ინფორმაცია და ჩინეთში ვირუსის შემთხვევების სანდო გამოიძიება ვერ ჩაატარეს. მათ უბრალოდ გაიმეორეს იდეა, რომ ვირუსის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე არ ხდება, მიუხედავად იმისა, რომ საწინააღმდეგო მტკიცებულებები არსებობდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვერ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა და პასუხი უნდა აგოს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
0