ეთერ ჭკადუა - ამერიკაში მცხოვრები ქართველი მხატვარი.

0
▪️ეთერ ჭკადუა - ამერიკაში მცხოვრები ქართველი მხატვარი. დაიბადა 1966 წელს, თბილისში. მისი ნახატები ავტობიოგრაფიული ტილოებია. მთავარი პერსონაჟები, მეამბოხე ქალები ეწინააღმდეგებიან ნორმებს და ცურავენ დინების საწინააღმდეგოდ. ნიუ-იორკელი ესეისტი და კრიტიკოსი ლილი ვეი, ეთერს ახალი ამაზონიის მსოფლიო ქალბატონს უწოდებს, მის შემოქმედებას კი ზოგჯერ შემზარავი და საშიში თანამედროვე სამყაროს ახალ ტალღად მოიხსენიებს, სადაც ერთდროულად იჩენს თავს გამოუსწორებელი ოპტიმიზმიც და სასოწარკვეთაც, ბრძოლის ჟინი და თეთრი ბაირაღიც, სიყვარული – ხანდახან დაუოკებელი ვნების სახით და სიკვდილის სარეცელიც.
#ეთერჭკადუა
#ქართულიხელოვანები
#ხელოვნება
#ხელოვმებისსინთეზი
0