ბათუმელმა ახალგაზრდამ ყატარის Northeastern University-ში სრული დაფინანსება მიიღო
140 Views
Batumi Daily
Batumi · 5 months ago

ამიკო გოგიტიძე მომავალი წლიდან საბაკალავრო დონეზე სწავლას Northeastern University-ის ყატარის კამპუსზე გააგრძელებს. ახალგაზრდამ უნივერსიტეტისგან 100% დაფინანსება მიიღო.

მანამდე ამიკო FLEX-პროგრამით წავიდა ამერიკაში, წარმატებით დაასრულა გაცვლითი წელი და დაბრუნდა, როგორც პროგრამის კურსდამთავრებული. პროგრამა ქართველ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, ერთი წელი უფასოდ გაატარონ ამერიკაში, იცხოვრონ ამერიკულ ოჯახში და გაეცნონ იქაურ ცხოვრებას. გაცვლითი წელი ამიკოსთვის ნაყოფიერი აღმოჩნდა, ამერიკულ ფეხბურთს დაეუფლა და სკოლას გუნდურობითა და პროფესიონალიზმით დაამხსოვრა თავი.

ამბობს, რომ ტესტირებებზე გასვლა რამდენჯერმე სცადა - მაქსიმალური შედეგის დასადებად, ამერიკული SAT-ის ტესტის კარგად დაწერა აუცილებელიაო. თუმცა მხოლოდ მაღალი აკადემიური მოსწრება და ტესტები ჩასარიცხად საკმარისი არ აღმოჩნდა - ამიკოს თქმით, უნივერსიტეტები დიდ ყურადღებას აქცევენ ახალგაზრდის ჩართულობას სამოქალაქო საქმიანობაში, სპორტში, ხელოვნებასა და სხვა მისთვის საინტერესო, კლასგარეშე აქტივობებში.

Northeastern University ამერიკის ერთ-ერთი ცნობილი და მოწინავე აკადემიური დაწესებულებაა, რომელმაც საკუთარი კამპუსის ყატარში გახსნის გადაწყვეტილება მიიღო და ახალგაზრდებს მსოფლიოს 40 ქვეყნიდან იქ სწავლას სთავაზობს. აღნიშნული უნივერსიტეტი აშშ-ს უნივერსიტეტების საუკეთესო ათეულში შედის U.S. News & World Report 2020-ის მიხედვით, ხოლო Times Higher Education-მა მსოფლიოში

#22

უნივერსიტეტად დაასახელა.

#განათლება #წარმატების_ისტორია #NortheasternUniversity #batumidaily
Batumi Daily
Batumi · 5 months ago
1
Write a comment
Similar Posts