ჩვენ არ ვთხოვთ ეკლესიას, რომ ეკლესიის კარი დაკეტოს - მამუკა მდინარაძე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141505# ჩვენ არ ვთხოვთ ეკლესიას, რომ ეკლესიის კარი დაკეტოს - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. მან ასევე ისაუბრა იმ ბალანსზე, რომლის მიღწევასაც საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიის პირობებში მთავრობა და ეკლესია რელიგიური დღესასწაულების ჩატარების საკითხთან დაკავშირებით ცდილობს. მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება ეკლესიას ტაძრების დაკეტვას არ სთხოვს და იმედი გამოთქვა, რომ სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებასთან დაკავშირებით "ოქროს ბალანსი" მოიძებნება. "ოქროს ბალანსი არცთუ მარტივია, რადგან საკითხი სენსიტიურია, ეს ყველამ ვიცით, გამოვუტყდეთ საკუთარ თავებს და ობიექტურად ვილაპარაკოთ. მაგრამ, ჩვენ არ ვთხოვთ ეკლესიას, რომ ეკლესიის კარი დახუროს. ასეთი თხოვნა სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის მიმართ არ არის, ეს წარმოუდგენელია. მაგრამ არც ეკლესიის მხრიდან არ არის თხოვნა, რომ რაღაც წესების დარღვევის ხარჯზე განხორციელდეს წირვა, კომენდანტის საათმა გადაიწიოს, გადმოიწიოს და ა.შ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ოქროს ბალანს ჩვენ შედარებით ადვილად დავიცავთ. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ნებისმიერი ადამიანის მოწოდების საფუძველზე, არცერთი ადამიანი აღდგომის ღამეს ეკლესიაში არ იქნება, მაგრამ იქნება ძალიან ცოტა, ჩემი აზრით, რადგან ყველა გაითავისებს პასუხისმგებლობას ამასთან დაკავშირებით. ადამიანი, რომელიც სახლში დარჩება და იქ შეხვდება აღდგომას, არანაკლები მორწმუნე შეიძლება იყოს, ვიდრე ის, ვინც ეკლესიაში მივა, "- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
0