ფოთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული მამაკაცი 70 წელს გადაცილებული ექიმია

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141508 ფოთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული მამაკაცი 70 წელსაა გადაცილებული. იგი ფოთის მკვიდრია და ქობულეთის ერთ-ერთი კლინიკაში ექიმად მუშაობს. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნანა მხეიძის თქმით, ინფიცირებული ექიმი ქობულეთის კლასტერიდანაა. მისივე თქმით, ფოთში დღეს დამატებით 6 საეჭვო პაციენტზე ელოდებიან პასუხს ლუგარის ლაბორატორიიდან. "პირველი შემთხვევაა ფოთში. დაუდასტურდა ექიმს, რომელიც არის ქობულეთის კლასტერიდან. პირველ რიგში ვიკვლევთ ოჯახის წევრებს, შემდეგ გავაგრძელებთ კვლევას. პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ველოდებით 6 პაციენტის პასუხს. რაც შეეხება დადასტურებულ შემთხვევას, მისი ოჯახის წევრებს აეღოთ ანალიზი და მიმდინარეობს დაკვირვება, " - განაცხადა მხეიძემ. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, იგი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. „გუშინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ფოთის მკვიდრს დაუდასტურდა ინფექცია. დღეს გავაგზავნეთ მასთან ჯგუფი და გადაყვანილია ბათუმში“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, კესო გელენიძემ. მისივე ინფორმაციით, ინფიცირებული ოჯახის წვრებისგან იზოლირებულად იმყოფებდა. „მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ოჯახის წევრები აბსოლუტურად იზოლირებული იყვნენ პაციენტისგან. მოხდა ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება და გადავიყვანეთ. პაციენტის და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – აღნიშნა კესო გელენიძემ.
0