რეანიმაციაში გვყავს 8 პაციენტი, ყველა მათგანის მდგომარეობა არის მძიმე - რატიანი

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141510 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, რეანიმაციულ განყოფილებაში 8 პაციენტი იმყოფება და ყველა მათგანის მდგომარეობა მძიმეა. „ამ ეტაპზე კლინიკაში 91 პაციენტი იმყოფება, აქედან 75 კოვიდინფიცირების შემთხვევაა. რეანიმაციაში გვყავს 8 პაციენტი, აქედან 5 გვყავს ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დანარჩენი სამი პაციენტი არის CPAP ნაზალურ ვენტილაციაზე. ყველა მათგანის მდგომარეობა არის მძიმე. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, რომლებიც გვყავს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 37 მათგანს აქვს პნევმონია, რესპირატორული დისტრესით გამოხატული. იმყოფებიან მაღალ სიხშირულ ჟანგბადის პარამეტრებზე“, - განაცხადა რატიანმა.
0