ბინაზე მკურნალობისას შეიძლება გამოგვეპაროს გართულებები, ეს უნდა ავირიდოთ - მეჭურჭლიშვილი

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141511 სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია, რათა ჯანდაცვის სისტემამ კოლაფსი არ განიცადოს და მოახერხოს ადეკვატურად მკურნალობის ჩატარება. მედიკოსები ამბობენ, რომ ორ-სამ კვირაში მძიმე ვითარება იქნება ქვეყანაში და არც ინფიცირებულთა რამდენიმე ათასამდე ზრდას გამორიცხავენ. მათივე თქმით, ჰოსპიტალური სექტორი ასეთ დატვირთვას ვერ აიტანს და მსუბუქი ფორმით მიმდინარეობისას მოსახლეობას სახლში მოუწევთ მკურნალობა. „პირველ ეტაპზე გამოყოფილია 440 საწოლი, მათი შევსების მერე გამოიყოფა დამატებითი საწოლები, რამდენიმე ათასი და დაიწყება ბინაზე მკურნალობაც. მაღალია იმის რისკი, რომ გართულებები გამოგვეპაროს ბინაზე მკურნალობის დროს - ასეთ დროს სწრაფად ვითარდება დაავადება, ბინაზე მკურნალობა რომ არ მოგვიწიოს, უნდა დავიცვათ რეკომენდაციები", - აცხადებს რევაზ მეჭურჭლიშვილი ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბარში.
0