http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141525
პირადად ვთხოვდი მთავრობის წარმომადგენლებს, რომ აღდგომის ღამეს დაგვეხმარონ ეკლესიაში დისტანციის დაცვაში - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში. მისივე თქმით, შენობასაც ამზადებენ, სადაც "შესაძლებელია, 2000-მდე ადამიანი დაეტიოს".
მისივე თქმით, კომენდანტის საათის დროს ქუჩაში არავინ არ უნდა იყოს, რადგან ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს, დაჯარიმდება.
"სკამებსაც ვუმზადებთ ადამიანებს, ხმის გამაძლიერებლებსაც დავამონტაჟებთ. ვიცი, რომ ღამისთევა ძალიან რთულია. მთელი ღამის განმავლობაში მოუწევთ ადამიანებს აქ ყოფნა. ადგილებსაც მოვნიშნავთ, რომ ადამიანები დისტანციურად იდგნენ" - განაცხადა კეკელიამ.