, , ხოვლეში აღებული 12-ვე ნიმუშიდან პასუხები უარყოფითია" - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის ცენტრის წარმომადენლებმა განუცხადეს.
ის ადამიანები, ვისგანაც ნიმუშები აიღეს, ორი კვირის განმავლობაში, მკაცრ თვითიზოლაციაში დარჩებიან და ტესტებს განმეორებით ჩაუტარებენ.
შეგახსენებთ, გუშინ, კაპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში მცხოვრებ მამაკაცს კორონავირუსი დაუდგინდა. ის საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა ნიმუშები ყველა იმ პირისგან აიღეს, ვისთანაც საპატრიარქოს დაცვის წევრს შემხებლობა ჰქონდა. გარდა ნიმუშებისა, სოფელში 1000-მდე ადამიანს თერმოსკრინინგი ჩაუტარდა.