ის რაც iPhone-ზე არ იცოდი!

0
მოგესალმებით, დღეს მე შევარჩიე პროდუქტი, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა მოქალაქისთვის ცნობილია.წარმოგიდგენთ Iphone-ს. თითქმის ყველამ ვიცით, რითიც არის ეს პროდუქტი ცნობილი, ეს არის პირველი სმარტფონი, რომელსაც ჰქონდა touchscreen ფუნქცია, ამით კი დაიწყო ევოლუცია სმარტფონებში.პროდუქტის უშუალო აღწერა ძალიან მარტივია, რადგან იგი ვიზუალურ თუ ტექნიკურ მხარეს მოიცავს.თუმცაღა , არსებობს ფაქტები, რომლებიც ძალიან ერთგულმა მომხარებლებმაც კი არ იციან ამ პროდუქტის შესახებ. Iphone არ უნდა ყოფილიყო სმარტფონი! თავდაპირველად გამიზნული იყო, რომ iPhone- ი არ ყოფილიყო სმარტფონი. სტივ ჯობსმა რეალურად ინჟინრებს დაავალა, რომ touchscreen-ის მქონე ტაბლეტი დაემზადებინათ , რადგან იმ დროისთვის შეხებითი ტიპის გაჯეტი არ იყო ბაზარზე, როდესაც ტაბლეტის პირველი პროტოტიპი აჩვენეს სტივ ჯობს , მას იმდენად მოეწონა დიზაინი, რომ დაფიქრდა: ყოფილიყო თუ არა გაჯეტი ტაბლეტი, რადგან იმ დროისთვის ამ კუთხით ბაზარზე პროდუქცია არ არსებობდა და შესაძლებელი იყო, რომ ეს პროდუქტი წარუმატებელი ყოფილიყო. ამის გამო 2007 წლის 9 იანვარს სტივ ჯობსმა წარადგინა პირველი სმარტფონი, რომელმაც , მასაც და კომპანიასაც , რევოლუციური წარმატება მოუტანა. რამდენი iPhone- ი არის ბაზარზე ამ დროისთვის გაყიდული? 2007 წლიდან 2018 წლამდე გაყიდულია 2, 3 მილიარდი გაჯეტი, რაც გაჯეტის ხარისხზე მიუთითებს.მის ცნობადობაზე მიუთითებს ის, რომ მომხარებელი , როგორც გარე , ასევე შიდა , მთლიანად მოიცვა ამ პროდუქტმა. iPhone გახდა ბრენდი, რომელმაც შეცვალა ინდუსტრია და თქვა ახალი სიტყვა ბაზარზე! პრეზენტაციის შემდგომი შეცვლილი ეკრანი 2007 წელს, როდესაც სტივ ჯობსმა წარადგინა iPhone-ი , მას ჰქონდა პლასტიკის ეკრანი.თუმცა , გამოშვების დროს , , გორილას მინა'' , ჩნდება კითხვა-როგორ მოხდა ეს ? პრეზენტაციის შემდგომ სტივ ჯობსი მიხვდა, რომ ტელეფონს გაუჩნდა ნაკაწრები ჯიბეში დების შემდეგ.მან უთხრა ჯეფ ვილიამს, რომ ეს უნდა შეცვლილიყო და iPhone-ს უნდა ჰქონოდა მინის ეკრანი, 5 თვის მუშაობის შემდგომ პირველი გაჯეტი ჩაეშვა მინის ეკრანით! ამ ქმედებით სტივ ჯობსმა ფაქტობრივად, მინიმალურ დროში , გადაჭრა ისეთი პრობლემა, რაზეც სმარტფონის მწარმოებელს რამდენიმე წელი დასჭირდათ, რომ გამოესწორებინათ და იდიალურ დონეზე მიეყვანათ! iPhone იმაზე კარგია ვიდრე თქვენ ფიქრობთ! კვლევების თანახმად მომხარებელთა 56% აგრძელებს გაჯეტის გამოყენებას და ყიდულობს ბოლო ფლაგმანებს, როდესაც ის გამოდის. ეს ხაზს უსვამს გაჯეტის ხარისხს! Apple საკუთარი პროდუქცის სრულყოფას ყოველ ახალ მოდელში ახდენს, მინიმალური ცვლილებებით , თუმცა მაინც.მაგალითად განბლოკვა სახის სენსორით, კამერის მასშტაბური გაფართოება!ახალი ფოკუსი! პირადად ჩემთვის, iPhone-ს აქვს მოდელებში , რა თქმა უნდა , ერთ-ერთი საუკეთესო კამერა, რადგან ამ პროდუქტის კამერა ფაქტიურად არ კარგავს ხარისხს ხმარებაში.ამის გარდა მთავარია უსაფრთხოება.iPhone-ს აქვს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სისტემა, რადგან სისტემას სრულად აკონტროლებს მწარმოებელი და შეუძლებელი ხდება რაიმე სახის ინფრომაციის სხვა წყაროსთვის გაცემა. მოყვანილი უცნობი ან ნაცნობი ფაქტები , თქვენთვის მოწმობს იმაზე, რომ პროდუქტის მთავარი ღირებულება მაღალი ხარისხია, რომელსაც სრულიად შეუძლია უზრუნველყოს თქვენი მოთხოვნილები.ეს არის ევოლუციის დამწყები გაჯეტი და ჩემი აზრით, მომავალშიც თუ რაიმე ახალი სიტყვა უნდა ითქვას, ეს აუცილებლად Apple იქნება.
#news
#opinion
#art
#photo
#iphone
Tbilisi
Kutaisi
Sokhumi
Batumi
0