ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარედ მინდია დიასამიძე აირჩიეს
Batumi Daily
ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარედ მინდია დიასამიძე აირჩიეს. მის კანდიდატურას საკრებულოს 18 წევრმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრის პროცესში არ მონაწილეობდა ''ნაციონალური მოძრაობა''.
შეგახსენებთ, რომ ხელვაჩაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ''ქართული ოცნების'' პროპორციულ სიაში იყო. ნადიმ ვარშანიძემ უმაღლეს საბჭოში გადაინაცვლა და საკრებულოს უფლებამოსილების მოხსნის მოთხოვნით მიმართა.
მინდია დიასამიძე ხელვაჩაურის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას ხელმძღვანელობდა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში