http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141529
"პრობლემას ვერც იმაში ვხედავ რომ ციხეში ვარ და ვერც იმაში რომ ივანიშვილის დავალებით 5 წელი მომისაჯეს სრულიად უსამართლოდ, პრობლემა იმაშია, რომ ქვეყანა 90-იანი წლების დონის გაღატაკების ზღვარზე აღმოჩნდება უახლოეს 2-3 თვეში", - წერს "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ციხიდან სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, ასეთ დროს ხელისუფლება ელჩების წინაშე, 8 მარტს გაფორმებულ შეთანხმებას არ უნდა არღვევდეს.
"პრობლემას ვერც იმაში ვხედავ, რომ ციხეში ვარ და ვერც იმაში, რომ ივანიშვილის დავალებით 5 წელი მომისაჯეს სრულიად უსამართლოდ. პრობლემა იმაშია, რომ ქვეყანა 90-იანი წლების დონის გაღატაკების ზღვარზე აღმოჩნდება უახლოეს 2-3 თვეში. მთლიანად დამოკიდებული ვართ საგარეო ფინანსურ დახმარებაზე ამერიკისა და ევროკავშირისგან და ამ დროს, ამ ქვეყნების ელჩების წინაშე გაფორმებულ შეთანხმებას არღვევ და მათ წინაშე აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებ", — წერს ოქრუაშვილი.