ამირან გამყრელიძის სახელით შექმნილი ათობით ყალბი FACEBOOK ანგარიში გაუქმებულია-საქართველოს მთავრობა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141531 დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის სახელით შექმნილი ათობით ყალბი ანგარიში გაუქმებულია. აღნიშნულ განცხადებას მთავრობის კანცელარიაში ავრცელებენ. მათი თქმით, მთავრობამ facebook-ს ყალბი ანგარიშების გაუქმებით მიმართეს და დღეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა. "მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დაიწყო კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის სახელით, სოციალურ ქსელში შეიქმნა ათობით ყალბი ანგარიში, რომლის საშუალებითაც კონკრეტული ჯგუფები მიზანმიმართულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას. ყალბი ანგარიშების გაუქმების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციამ მიმართა სოციალურ ქსელს, რის შედეგადაც ამ დროისთვის ისინი უკვე დახურულია, "-აცხადბენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
0