ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევები სახელმწიფოებს - ნაწილი I

0
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა, მ.წ. 13 აპრილს, კორონავირუსთან დაკავშირებით, ქვეყნებისთვის ახალი რეკომენდაციები გამოაქვეყნა. რეკომენდაციებში კვლავ ხაზგასმითაა აღნიშნული სოციალური დისტანცირების, ტესტირების, ინფიცირებულთა კონტაქტების დადგენისა და თვითიზოლაციის წესების კომბინირებული დაცვის გადამწყვეტი აუცილებლობა, ვირუსის შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად. „ყოველდღიური შესწავლის პროცესში ვართ და ჩვენს შემდგომ მიდგომებს უახლესი, უკანასკნელი მტკიცებულებების საფუძველზე ვახორციელებთ“, - განაცხადა WHO-ს ხელმძღვანელმა თედროს ღებრეისუსმა. ღებრეისუსის თქმით, მსოფლიოს მასშტაბით, COVID-19-ზე რეაგირების ფართო სპექტრი არსებობს, რომელიც ინდივიდუალურ, ეროვნულ გარემოებებს და შესაძლებლობებს ემყარება. ზოგიერთმა სახელმწიფომ შეძლო და რამდენიმე კვირის მანძილზე მაქსიმალურად შეზღუდა სოციალური და ეკონომიკური ურთიერთობები, ახლა კი ეს ქვეყნები დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას აქტიურად განიხილავენ. ზოგიერთ სახელმწიფოში კი იმაზე მიდის მსჯელობა, თუ როდის და რა პირობებში უნდა დაიწყონ აკრძალვების მოხსნაზე ფიქრი. „ჩვენ მხოლოდ იმაზე ვსაუბრობთ, რაც დანამდვილებით ვიცით და იმის მიხედვით ვმოქმედებთ, რაც უკვე უტყუარია“, - განაცხადა ღებრეისუსმა და აღნიშნა, რომ მხოლოდ ახლა იწყება COVID-19-ის გარშემო ახალი მტკიცებულებების მოპოვება, მისი სპეფიციკის უკეთ გასაგებად - თუ როგორ მოქმედებს ვირუსი, როგორი უნდა იყოს ჩვენი მიდგომა და როგორ მოვიქცეთ შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად. COVID-19 10-ჯერ მეტად „სასიკვდილოა“, ვიდრე 2009 წელს გავრცელებული H1N1 (ე.წ. ღორის გრიპი). ახალი ტიპის კორონავირუსი უმარტივესად ვრცელდება ხალხმრავალ გარემოში. აღნიშნულზე მეტყველებს ის, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ყოველ 3-4 დღეში დაავადებულთა რაოდენობა ორმაგდება. ამის ფონზე, WHO ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აუცილებელია ადრეული შემთხვევების მოძიება, ტესტირება, იზოლაცია და მოვლა, ისევე როგორც ინფიცირებულთა კონტაქტში მყოფი ყველა პირის დადგენა, ვირუსის შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად. ფიზიკური, სოციალური დისტანცირება საერთო პრევენციული ჯაჭვის მხოლოდ ერთი ნაწილია, სხვა სახის გასატარებელ ღონისძიებებთან ერთად. იმის გამო, რომ COVID-19 სწრაფად ვრცელდება და საპასუხოდ ნელ ტემპში იხევს უკან, შემზღუდავი ნორმების შემსუბუქება საჭიროა დიდი სიფრთხილით, თანდათანობით და არა ერთიანად. „სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ შეზღუდვების შემსუბუქება უნდა იყოს ნელ ტემპში, ვიდრე ეს მისი გამკაცრებისას ხდება“, - განაცხადა გაეროს ჯანდაცვის სააგენტოს უფროსმა. წყარო: "Testing, tracing, and when to lift restrictions: WHO's latest advice" (April 14, 2020)
#headline
#who
#coronavirus
#stayathome
#stopcovid19
0