თბილისისა და სხვა ქალაქების შესასვლელებში მანქანებს დეზინფექციას უტარებენ

ByOn.geGeorgia
0
თბილისისა და სხვა ქალაქების შესასვლელებში, სადაც გამშვები პუნქტებია მოწყობილი, მანქანებს დეზინფექციას უტარდებათ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, მანქანებს დეზინფექციას პირველივე დღიდან უტარებენ. უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ სადეზინფექციო ხსნარით ავტომობილის იმ ნაწილებს ამუშავებენ, რომლებსაც ადამიანი ყველაზე ხშირად ეხება. 15 აპრილიდან, საღამოს 9 საათიდან საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვები კიდევ უფრო მკაცრდება. მომავალი ათი დღის განმავლობაში თბილისში, რუსთავშიი, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გამოსვლა იკრძალება. მუნიციპალიტეტებში შესვლა შეეძლებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამავე მუნიციპალიტეტებში არიან რეგისტრირებულები, თუმცა ისინი ტერიტორიას 10 დღის განმავლობაში ვეღარ დატოვებენ. ტერტორიის დატოვება მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის იქნება დასაშვები, რომლებიც სხვაგან არიან რეგისტრირებულები.
#news
#politics
#Covid19
ByOn.geGeorgia
0