აღდგომის ღამისთვის შენობას ვამზადებთ,სადაც 2 000 ადამიანამდე დაეტევა—მამა შალვა ხალხმრავლობას აანონს

0
საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როცა სამ ადამიანზე მეტის თავშეყრა კანონით ისჯება, მღვდელი შალვა კეკელია ამბობს, რომ აღდგომის ღამეს 2000-კაციან შენობას ამზადებს. მისივე იდეაა, ლიტურგიისას, კომენდანტის საათის დროს მრევლი დილის 6 საათამდე ეკლესიაში დატოვოს. რუსთავი 2-თან ინტერვიუში ის ამბობს, რომ წირვისას დისტანციას დაიცავენ, თუმცა, ამავე დროს, ამაშიც მთავრობას სთხოვს დახმარებას . „ხედავთ, დისტანცია როგორ არის დაცული. ჩვენ აღდგომა დღესაც ვაპირებთ ამ დისტანციის დაცვას. ვამზადებთ ჩვენ, შენობასაც, სადაც, დაახლოებით, შესაძლებელია, 2 000 ადამიანი დაეტიოს. სკამებასაც ვუმზადებთ ადამიანებს. მთლიანად ვახმოვანებთ ამ ტერიტორიას, რომ ადამიანებისთვის მარტივი იყოს ტაძარში მოსვლა. ვიცი, რომ ღამისთევა ძალიან რთულია. მთელი ღამის განმავლობაში მოუწევთ ადამიანებს აქ ყოფნა. ადგილებსაც ვნიშნავთ, რომ დისტანციურად ერთმანეთთან იდგნენ. პირადად ვთხოვდი მთავრობის წარმომადგენლებს, რომ პირიქით, ამ ღამეს დაგვეხმარონ ამ დისტანციების დაცვაში. ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს, ის ბუნებრივია დაჯარიმდება. 21:00-დან 06:00-მდე არის კომენდანტის საათი და ამ დროს ქუჩაში არავინ არ უნდა იყოს“, – განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ. როგორ გაიმართება აღდგომის დღესასწაული, ამასთან დაკავშირებით ორი დღეა, საპატრიარქოში შეხვედრები მიმდინარეობს. სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი კონკრეტული გადაწყვეტილებისა და შეთანხმების შესახებ.
0