თბილისისა და სხვა ქალაქების შესასვლელებში მანქანებს დეზინფექციას უტარებენ

0
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისისა და სხვა ქალაქების შესასვლელებში, სადაც გამშვები პუნქტებია მოწყობილი, მანქანებს დეზინფექციას უტარდებათ. უწყების ცნობით, სადეზინფექციო ხსნარით ავტომობილის იმ ნაწილებს ამუშავებენ, რომლებსაც ადამიანი ყველაზე ხშირად ეხება. შეგახსენებთ, რომ 15 აპრილის 21:00 საათიდან საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვები კიდევ უფრო მკაცრდება. მომავალი ათი დღის განმავლობაში თბილისში, რუსთავშიი, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გამოსვლა იკრძალება.
#დეზინფექციია
#პანდემია
#კორონავირუსი
#საგანგებომდგომარეობა
#tbilisidialy
0