ბათუმში ჩამოსულ დედა-შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

0
ბათუმში ქობულეთის სოფელ ლეღვადან ჩამოსულ დედა-შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. დედა-შვილი ლეღვადან მანამ წამოვიდნენ, სანამ სოფელს კარანტინზე ჩაკეტავდნენ. ამ დროისთვის აღნიშნულ პირებს ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში უმკურნალებენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვი 10-წლამდე ასაკისაა. დედა-შვილი ბათუმში მშობლების სახლში იმყოფებოდა, როცა მათ ინფექციონისტებმა მიაკითხეს. დედას ასევე მეორე შვილი ჰყავს, რომელსაც კორონავირუსი არ დაუდასტურდა და ბებია-ბაბუასთან ერთად თვითიზოლაციაში დარჩება იქიდან გამომდინარე, რომ დაინფიცირებულებთან კონტაქტი ჰქონდა. სოფელ ლეღვაში 5 ინფიცირებული პირიდან 2 მცირეწლოვანი ბავშვია. ქობულეთის კლასტერში კი უკვე 29 პირი დაინფიცირდა.
#news
#coronavirus
#Batumi
#batumidaily
0