ეპიდვითარება შიდა ქართლში - დღის მონაცემები

Gori Daily

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 216 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დღე-ღამის განმავლობაში შიდა ქართლში Covid19-ის 82 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო მონაცემებით საქართველოში: კორონავირუსით ინფიცირებულია - 135 584  გამოჯანმრთელებულია - 113 986  გარდაცვლილია - 1 267  კარანტინის რეჟიმში რჩება - 2 104 კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3 857 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 383 მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. _________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #კორონავირუსი #goridaily