კელი დეგნანი გიორგი რურუაზე: შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა, გაბედული ნაბიჯი გადადგა წინა ჯერზე
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დგენანი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაბედული ნაბიჯი გადადგა, როცა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა შეიწყალა. მისი თქმით, ახლა მასზე დამოკიდებული გადადგამს თუ არა იმავე ნაბიჯს ის გიორგი რურუას შემთხვევაში.
"ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა, შეიწყალებს თუ არა. პრეზიდენტმა გადადგა გაბედული ნაბიჯი წინა ჯერზე, რომელიც მიმართული იყო სიტუაციის დეპოლარიზებისკენ. საბოლოო ჯამში, პრეზიდენტზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებს".
სასამართლომ გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა გუშინ შეუფარდა. საქართველოს კონსტიტუციით, სასჯელისგან გათავისუფლება საქართველოს პრეზიდენტს პატიმრის შეწყალებით, ყოველგვარი პირობის გარეშე შეუძლია. ასე მოიქცა ზურაბიშვილი რამდენიმე თვის წინ, როცა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.
რურუას, ოქრუაშვილისა და უგულავას გათავისუფლებას ოპოზიცია, დიპლომატების ჩართულობით, ხელისუფლებასთან 8 მარტის შეთანხმების ნაწილად მიიჩნევს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30759115.html
#ახალი_ამბები
#twitter