არ გვითქვამს რომ ეკლესიებს ვკეტავთ, მრევლი ცალკე იქნება და ჩვენ ცალკე-მამა შალვა კეკელია

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141536 არ გვითქვამს რომ ეკლესიებს ვკეტავთ, მრევლი ცალკე იქნება და ჩვენ ცალკე-აცხადებს დეკანოზი შალვა კეკელია. მისივე განმარტებით, აღდგომის წირვისთვის და მრევლის მისაღებად ემზადებიან, რადგან არ ყოფილა გაცხადებული, რომ წირვა მრევლის გარეშე ჩატარდება. მათ იმედი აქვთ, ხელისუფლება დაეხმარებათ, რომ დისტანცია დაიცვან. მამა შალვა კეკელიას თქმით, ბზობის დღესასწაულზეც ათასობით ადამიანი იმყოფებოდა ტაძრებში, თუმცა რეკომენდაციების დაცვა მოახერხეს. „პატრიარქს არ უთქვამს, რომ მრევლის გარეშე არ ვწირავთ, ასეთი რამ არ თქმულა. ბუნებრივია, რადგანაც ეს არ თქმულა, ჩვენს ვემზადებით, არ გვითქვამს რომ ეკლესიებს ვკეტავთ, მრევლი ცალკე იქნება და ჩვენ ცალკე. ბზობასაც დავიცავით დისტანციები მიუხედავად ამდენი ადამიანის მოსვლისა, ათასზე მეტი ადამიანი იყო და ერთი ადამიანი ერთ არ შეხებია, მოვახერხეთ დისტანციის დაცვა. ზეთის ცხებაზე ასევე, ჩავატარეთ ყველა წესის დაცვით“, - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.
0