4 votes
0 comments
0 shares
Save
დანია პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, რომელმაც შეზღუდვების მოხსნა განათლების სექტორით დაიწყო
83 views
Pirveliradio Ge
Tbilisi · 2 months ago

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141537

დანია პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, რომელმაც შეზღუდვების მოხსნა განათლების სექტორით დაიწყო. ქვეყანაში სააღმზრდელო და სასწავლო პროცესს 11 წლამდე ასაკის ბავშვები დაუბრუნდნენ. კოპენჰაგენში ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებს პრემიერ-მინისტრიც დახვდა.

შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყეს ავსტრიაში, ჩეხეთში, ესპანეთსა და იტალიაშიც, გერმანიის კანცლერი კი მკაცრი ზომების შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს დღეს ქვეყნის 16 რეგიონის ხელმძღვანელებთან მართავს.

ბოლო 24 საათში გერმანიაში ვირუსის შედეგად 285 ადამიანი დაიღუპა, რაც პანდემიის პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ერთ დღეში ვირუსის შემთხვევების რაოდენობა ათას 220-ით გაიზარდა ესპანეთშიც, რაც ბოლო ერთ კვირაში ყველაზე დიდი მატებაა. ვირუსს ესპანეთში 24 საათში 523 ადამიანი ემსხვერპლა.


Pirveliradio Ge
Tbilisi · 2 months ago
Similar Posts
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 2 months ago
კვირაში ორი დღე ავტომობილების გარეშე - მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში წარმატებით დანერგილი პრაქტიკა
ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს, საქართველოში ისევე, როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შემოიღეს საგანგებო მდგომარეობა, რომლის მოქმედების ფარგლებში სახელმწიფომ შეძღუდვები დააწესა ქალაქებს შორის მანქანით გადაადგილებაზე. მოგვიანებით, ქვეყნის მასშტაბით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაც აიკრძალა. შეზღუდვების ამოქმედებიდან რამდენიმე დღეში თბილისსა და მთელს საქართველოში უკვე შეინიშნებოდა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის მკვეთრი შემცირება. განსაკუთრებით შემცირდა აზოტის დიოქსიდის შემცველობა. აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მსგავსი აკრძალვა ძალიან ბევრ ქვეყანაში მოქმედებს. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით, ყველა დიდი ქალაქში ჰაერის დაბინძურების დონემ იკლო. აღნიშნულთან დაკავშირებით, გუშინ, თბილისის მერი კახა კალაძე გამოვიდა ინიაციტივით, რომ დაწესებული რეგულაციების გაუქმების შემდეგ შაბათ-კვირას მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება აიკრძალოს. იმოძრავებს მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რათა აუცილებლობის შემთხვევაში ადამიანმა გადაადგილება შეძლოს. კალაძის თქმით, ეს ხელს შეუწყობს იმ გაუმჯობესებული მონაცემების შენარჩუნებას ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, რაც ახლა არის. აღსანიშნავია, რომ სტატისტუკური მონაცემების თანახმად ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებით ყოველწლიურად მსოფლიოში 6.5 მილიონი ადამიანი იღუპება. 2016 წელს საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტომ (IEA) გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში ჰაერის დაბინძურების შედეგად 100 000 სულ მოსახლეზე მსოფლიოში ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა ფიქსირდება. ამასთან, მსუბუქი ავტომობილით გადაადგილების აკრძალვა, არა მარტო ჰაერის დაბინძურება, არამედ ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვიც მცირდება. სტატსიტიკის თანახმად მსოფლიოში ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, მათ შორის საქართველოშიც. 2019 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოში დაღუპულ პირთა რაოდენობა 5 %-ით გაიზარდა ხოლო საგზაო შემთხვევები 9,5%-ით, დაშავებულობა კი 12 %-ით შემცირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა 2019 წლის ოთხივე კვარტალში იზრდებოდა. უწყების ინფორმაციით, სულ 43 970 ავარია მოხდა. დაიღუპა 481 ადამიანი, 7 921 კი დაშავდა. რაც შეეხება დედაქალაქში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებს, თბილისში 2019 წელს წინა წელთან შედარებით დაღუპულ პირთა რიცხვი 10 %-ით გაიზარდა, ხოლო საგზაო შემთხვევები 8%-ით, დაშავებულობა კი 11%-ით შემცირდა. ამასთან, მსუბუქი ავტომობილით გადაადილების აკრძალვა ხელს შეუწყობს ადამიანების ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავებას. მოქალაქეები გადასაადგილებლად გამოიყენებენ ისეთ ჯანსაღ სატრანსპორტო საშუალებებს, როგორიცაა ველოსიპედი, სკეიტბორდი, ფოვერბორდი, თვითმგორავი ე.წ. ,,სამოკატი სკუტერი“. ახლა კი განვიხილოთ, რამდენიმე ქვეყნის მაგალითი, სადაც აღნიშნული პრაქტიკა წამატებით დაინერგა და კარგი შედეგიც გამოიღო. დანია, კოპენჰაგენი - მთელი ქალაქი 320 კილომეტრი ველობილიკით არის დაფარული. დღეისთვის ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი სამსახურში ველოსიპედებით გადაადგილდება. ევროპაში კერძო ავტომობილების მფლობელთა რაოდენობით ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა. კოპენჰაგენი აპირებს ააშენოს ახალი ველობილიკები, რომელიც ქალაქის გარეუბნებს ცენტრათან დააკავშირებს. ბრიუსელი, ბელგია -ამ ქალაქის ცნტრალურ ნაწილში უკვე რამდენიმე წელია აკრძალულია ავტომობილების მოძრაობა(ცენტრალურ მოედანზე და რიუ ნევიზე). კოპენჰაგენის შემდეგ ეს გახლავთ ყველაზე დიდი ტერიტორია ავტომობილების გარეშე. 2002 წლიდან ბრიუსელში მუდმივად იმართება აქცია, -"მობილურობის კვირა", სადაც უპირატესობა საზოგადოებრივ ტრანსპორტს ენიჭება. 2018 წლიდან ბელგიაში აიკრძალა 1998 წლამდე გამოშვებული დიზელზე მომუშავე ავტომობილებით გადაადგილება. მეხიკო, მექსიკა - ქალაქის ხელისუფლებამ შემოიღო კანონი, რომლის მიხედვითაც კვირაში ორი სამუშაო დღე გარკვეულ ავტომობილებს მოძრაობა ეკრძალებათ (შერჩევა ნომრების მიხედვით ხდება). ამასთანვე თვეში ერთხელ, შაბათ დღეს ყველას ეკრძალება მანქანით მოძრაობა. შეზღუდვა შეეხო თითქმის 2 მილიონ ავტომობილს. მსგავსი აკრძალვები მოქმედებს მსოფლიოს ისეთ ქალაქებში, როგორიცაა პარიზი, ლონდონი, მადრიდი, ბრიუსელი და სხვა. შედეგიც ძალიან კარგი და მისაღებია. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რათა ადამინებმა გადავარჩინოთ საკუთარი და სხვების სიცოცხლე.#მსუბუქიავტომობილები #გადაადგილება #ინიციატივა #თბილისი #მსოფლიოსდიდიქალაქები #tbilisidaily
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 3 months ago
პანდემიის გამო მსოფლიოს მასშტაბით სამუშაო ადგილი შესაძლოა 25-მა მილიონმა ადამიანმა დაკარგოს
გაეროს გენერალური მდივნის შეფასებით, კორონავირუსის კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევაა. ანტონიო გუტერეშის თქმით, პანდემიის გამო მსოფლიოს მასშტაბით სამუშაო ადგილი შესაძლოა 25-მა მილიონმა ადამიანმა დაკარგოს. იმ ქვეყნების სიას, სადაც ვირუსს 3 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ირანიც დაემატა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კიდევ 864 ადამიანი დაიღუპა. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კი ქვეყნის 16 რეგიონის ლიდერს შეხვდება და საგანგებო ზომების ვადის შესაძლო გახანგრძლივების საკითხს განიხილავს. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 870 ათასს აჭარბებს, დაღუპულთა რიცხვი კი 43 ათასს აღემატება. ვირუსისგან განიკურნა 183 ათასზე მეტი ადამიანი.
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 1 month ago
რას გადაურჩა მსოფლიო
რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი კორონავირუსის პანდემიისას სახელმწიფოები საზღვრებს არ ჩაკეტავდნენ და კარანტინს არ გამოაცხადებდნენ - მკვლელვარების განცხადებით ასეთ შემთხვევაში COVID-19-ით მილიარდამდე დამიანი დაინფიცირდებოდა. ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის გლობალური პოლიტიკის ლაბორატორიის მკვლევრებმა ის 1,700-ზე მეტი საპრევენციო ზომა გააანალიზეს, რომელიც ექვსმა ქვეყანამ, აშშ-მ, ჩინეთმა, სამხრეთ კორეამ, იტალიამ, საფრანგეთმა და ირანმა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიიღეს. შესწავლილ შეზღუდვებს შორის იყო მოგზაურობის აკრძალვა, სკოლების დახურვა, რელიგიური ცერემონიების შეჩერება, ღონისძიებების გაუქმება და თვითიზოლირება. მეცნიერებმა გამოითვალეს, რომ აშშ-ში მოქალაქეთა გადაადგილებისა და კონტაქტის ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ინფიცირებულთა რაოდენობა 3 მარტიდან 6 აპრილამდე თითქმის ყოველ ორ დღეში გაორმაგდებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეისთვის ქვეყანაში 60 მილიონზე მეტი დაავადებული შეიძლებოდა ყოფილიყო (აშშ-ში ამ დროისთვის 2 მილიონზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული). საკარანტინო ზომები ჩინეთში კიდევ უფრო წარმატებული აღმოჩნდა. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ქვეყანაში 16 იანვრიდან 5 მარტამდე მიღებულმა ზომებმა 285 მილიონი ადამიანი დაიცვა ინფექციის შეყრისგან. ოფიციალური ცნობით, ჩინეთში დღეისთვის, დაახლოებით, 83 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული. ქვეყნის მასშტაბით თავდაპირველი შეზღუდვები ვირუსის გაჩენის ეპიცენტრს, უხანს შეეხო. მარტში ჩატარებული კვლევის თანახმად, 23 იანვარს უხანის კარანტინში მოქცევამ ჰუბეის პროვინციაში ათობით ათასი ადამიანი დაიცვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზომების მიუღებლად დაავადების შემთხვევები 65 პროცენტით გაიზრდებოდა. ამავე კვლევის მიხედვით, საკარანტინო შეზღუდვებმა ირანში 54 მილიონი, იტალიაში 49 მილიონი, საფრანგეთში 45 მილიონი, ხოლოდ სამხრეთ კორეაში 38 მილიონი ადამიანი დაიცვა ვირუსისგან. "პანდემიის შესანელებლად მიღებულმა ზომებმა ამ ექვს ქვეყანაში მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო", - წერენ მკვლევრები, "თუმცა შესაბამისი პოლიტიკის განხორციელების პროცესში ერთი შეხედვით უმნიშვნელო შეფერხებებმა, სავარაუდოდ, დრამატულად განსხვავებულ შედეგებამდე მიგვიყვანეს". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმ ქვეყნებში, რომლბმაც ჩინეთის მსგავსად მალევე მიიღეს საკარანტინო ზომები, დღეს მდგომარეობა სტაბილურია; მაშინ, როცა აშშ-სა და იტალიაში ზომების დაგვიანებულად მიღების შედეგად, დიდი ალბათობით, მრავალი ისეთი ადამიანი შეეწირა ვირუსს, რომელთა გადარჩენაც წესების დროულად შემოღების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა. კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოითვალეს, რომ აშშ ინფიცირების 645 ათას შემთხვევას და 36 ათასი ადამიანის სიკვდილს აიცილებდა თავიდან, თუკი კარანტინი ერთი ან ორი კვირით ადრე დაწესდებოდა. იტალიაში მკვლევართა გუნდმა ახლახანს გამოიანგარიშა, რომ ქვეყანაში შემოღებულმა კარანტინმა 21 თებერვლის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან 25 მარტამდე 200 ათასი ადამიანი დაიცვა ჰოსპიტალიზაციისგან. ლონდონის საიმპერიო კოლეჯის კვლევის თანახმად კი, მარტიდან 4 მაისამდე ევროპის 11 ქვეყანაში მიღებულმა საკარანტინო ზომებმა 3.1 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ამ 11 ქვეყნიდან სიკვდილის ყველაზე მეტი, 690 ათასი და 630 ათასი შემთხვევის თავიდან აცილება საფრანგეთმა და იტალიამ შეძლეს. გერმანიაში, სადაც მოსახლეობის 1 პროცენტზე ნაკლებს შეეყარა ვირუსი, ეს რიცხვი 560 ათასია. ესპანეთსა და გაერთიანებულ სამეფოში ინფიცირებულთა პროცენტული მაჩვენებელია ხუთია, ხოლო კარანტინით გადარჩენილ ადამიანთა რაოდენობა თითო ქვეყანაში 400 ათასია. ამავე კვლევის მიხედვით, დანიაში 34 ათასი, შვედეთში 26 ათასი, ხოლო ნორვეგიაში 12 ათასი ადამიანი იხსნა კარანტინმა. შვედეთში დღეისთვის მოსახლეობის 3 პროცენტია ინფიცირებული, დანიაში 1 პროცენტი, ნორვეგიაში კი 0.5 პროცენტი. საბოლოო ჯამში, მკვლევრები ასკვნიან, რომ კარანტინმა ვირუსის გავრცელების დინამიკაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა. თერთმეტივე ქვეყანაში დღეისთვის ერთი პაციენტის კვლავწარმოებითი მაჩვენებელი (იმ ადამიანთა საშუალო რაოდენობა, რომელსაც დაავადებული აინფიცირებს), 1-ზე დაბალია. ეს კი იმის ნიშანია, რომ თითოეული სახელმწიფოს შიგნით ეპიდემია გაკონტროლებულია. "ჩვენ დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომ დღევანდელი ზომებით ევროპაში ვირუსის შეჩერება მომავალშიც ეფექტიანად გაგრძელდება", - წერენ მკვლევრები, "თუმცა თუ არსებული ტენდენცია შენარჩუნდება, ოპტიმიზმის საფუძველიც გვექნება". პანდემია საფრთხეე Covid19 TbilisiDaily
Gi Ga
Tbilisi, Georgia · 1 month ago
თეთრი გენოციდი-ის რაზეც მსოფლიო დუმს
დღევანდელი ანტირასისტული მსოფლიო ისტერიის და ძეგლების დემონტაჟების თუ ანტირასისტული ვანდალიმიზის პარალელურად მოვიძიე საინტერესო ინფორმაცია რეალურ რასიზმზე რომელიც სამხრეთ აფრიკაში ამ სკანდალის შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა. წარმოიდგინეთ რა ამბავი მოჰყვა ერთი შავკანიანის სიკვდილს რომელიც რასიზმზე მეტად გაუფრთხილებლობით და ძალის გადამეტებით მოხდა, თუმცა რადგან მსხვერპლი შავკანიანი იყო ყველამ რასიზმად მონათლა, თუმცა ღია რასიზმის არანაირი კვალი არ ჩანდა ჯორჯ ფლოიდის საქმეში. ის დაკავების დროს ძალის გადამეტებას ემსხვერპლა, რაც რა თქმა უნდა დიდი ტრაგედიაა, მაგრამ უარესი ტრაგედიები წლებია ყოველდღე ხდება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ზიმბაბვეში. რა ვიცით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაზე? ამ მიწაზე ბანტუს ხალხების მოსვლამდე ცხოვრობდნენ ჰერეროს და ჰოტენტოტების ასევე ბუშმემების ტომები. იგი პირველად ჰოლანდიელმა მეზღვაურებმა აღმოაჩინეს 1652 წლის 6 აპრილს იან ვან რიბეეკმა ოსტინდოეთის კომპანიის სახელით და დააარსა დასახლება შტორმების (მოგვიანებით კეთილი იმედის) კონცხზე. XVIl-XVlll საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე ჩამოდიან და ცხოვრებას იწყებენ კოლონისტები ნიდერლანებიდან საფრანგეთიდან, გერმანიიდან. 1770 იან წლებში ხდება შეტაკებები ჩრდილოეთიდან დაძრულ კოსას ტომებთან რამაც შემდგომში რეგულარული სახე მიიღო და ისტორიაში შევიდა როგორც კაფრებთან სასაზღვრო ომი რაც გამოწვეული იყო თეთრკანიან ჩამოსახლებულების პრეტენზიებზე აფრიკელი მოსახლეობის კუთვნილ მიწებზე. კაპის კოლონიაში შემოჰყავდათ მონები ჰოლანდიის სხვა კოლონიებიდანაც მაგ. ინდონეზიიდან, მადაგასკარიდან. კაპის კოლონისტები და ადგილობრივი ავტოქტონური აბორიგენი მოსახლეობა შეერივნენ ერთმანეთს ასევე სხვა ეთნოსები და საბოლოოდ რთული ეთნოგენეზის შედეგად ჩამოყალიბდნენ "კაპის ფერადების" ეთნოსი რომელიც დასავლეთ კაპის პროვინვიის მოსახლეობის 50 % შეადგენენ. ნაპოლეონის მიერ ჰოლანდიის ანექსიის შემდეგ ინგლისს გაუჩნდა შიში რომ ფრანგები დაიპყრობდნენ სამხრეთ აფრიკის ნაყოფიერ სანაპირო ზოლს და ჰოლანდიურ კოლონიებს. ამიტომ თავად დაიწყეს სამხრეთ აფრიკის ინტერვენცია. ბურებმა ინგლისელ დამპყრობლებთან სისხლიანი ომი გამართეს ამ ომებს ხელი შეუწყო ოქროს აღმოჩენამ ვიტვატერსრანდის მთებში. ინგლისელებთან ომებში ბურები დამარცხნენ მაგრამ მაინც შეძლეს დაეარსებინათ ორი ჰოლანდიური სახელმწიფო ტრანსვაალის რესპუბლიკა და ორანჟის თავისუფალი სახელმწიფო. ამ რეგიონებში ოქროს და ალმასების საბადოების აღმოჩენამ ფრანგები და ინგლისელები ახალ ომამდე მიიყვანა და ისინი ერთმანეთს შემდეგ კი ბურებს დაუპირისპირდნენ. ინგლისმა სამხრეთ აფრიკაში შავკანიანების მონათმფლობელობა 1806 წელს აკრძალა თუმცა1833 წლამდე ეს კანონი მთელი ქვეყნის მასშტაბით არ გავრცელებულა. ინგლის ბურების პირველი ომი 1880-1881 წლებში მოხდა და ბურების გამარჯვებით დასრულდა რადგან ინგლისს არ სურდა ხანგრძლივი ომი ეწარმოებინა შორეულ მიწებზე. 1877 წელს ტრანსვაალის ანექსია მაინც მოახერხეს ინგლისლებმა ამ დროს მათი რაზმი სულ 25(!) მებრძოლისგან შედგებოდა და ტყვიის გაუსროლებლად მოახერხეს ტრანსვაალის ხელში ჩაგდება. 1899-1902 წლებში მოხდა ინგლის ბურების მეორე ომი. სადაც ბურები დამარცხდნენ. საბოლოოდ სამხრეთ აფრიკა ბურების კოლონიებითურთ ინგლისს დაექვემდებარა, ამის შემდეგ დაიწყო სასტიკი ომი ადგილობრივ აფრიკელებსა და ევროპელ კოლონიტაზორებს შორის. შავკანიანები ომში დამარცხდნენ რის შემდეგაც გეტოებში შეასახლეს და ჩამოართვეს სამოქალაქო უფლებები. 1931 წელს მიიღეს ვესტმინსტერის რეზოლუცია, რომელმაც გაამყარა სამხრეთ აფრიკის კავშირის მდგომარეობა და იგი როგორც დომინიონი შევიდა ბრიტანეთის გავლენის ქვეშ. 1934 წელს შეიქმნა სამხრეთ აფრიკის გაერთიანებული პარტია იგი მოიცავდა პრობრიტანულ და ბურების ეროვნულ კოგრესს. 1939 წელს მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას გაიყო ეროვნული პარტიის აზრები ჩართულიყვნენ ომში ბრიტანეთის თუ ნაცისტური გერმანიის მხარეს. 1948 წელს არჩევნებში გაიმარჯვა ეროვნულმა კონგრესმა და დამყარდა აპართეიტის რეჟიმი. ამ დროიდან დაიწყო ისედაც შევიწროებული შავკანიანების უფლებების ჩამორთმევა და აკრძალვები. მათ აეკრძალათ არჩევნებში მონაწილეობა, შერეული ქორწინებები, დასაქმება საჯარო სივრცეში და უამრავი სხვა სამოქალაქო უფლება მათ შორის სამხედრო სამსახური. აპართეიტი გაუქმდა 1994 წელს და ხელისუფლებაში მოვიდა ნელსონ მანდელა და აფრიკული ეროვნული კონგრესი. თუმცა რასიზმი არსად გამქრალა. თუ აპართეიტის პერიოდში იგი ძირითადად მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე ვლინდებოდა მას შემდეგ რაც ძალაუფლება შავკანიანებმა აიღეს დაიწყო ტოტალური ძალადობა და თეთრკანიანების ფიზიკური ტერორი და მკვლელობები. სამხრეთ აფრიკის 59 მლნ მოსახლეობდან დღეს თეთრკანიანი უმცირესობა 9 % ზე ნაკლებია. მათი 38% ბრიტანელების შთამომავლები არიან, 58% აფრიკანერები (ბურები) და ასევე მცირე რაოდენობით ფრანგი კოლონისტების შთამომავლები. დღეს სამხრეთ აფრიკაში თეთრკანიანი მოსახლეობის უმთავრესი პრობლემა არის ე.წ "ფერმერების მკვლელობები". ბოლო 20 წელია მიმდინარეობს მუდმივი თავდასხმები თეთრკანიანი ოჯახების ფერმებზე, ხშირ შემთხვევებში მათ ჯგუფურად აუპატიურებენ ცემენ და კლავენ. 1999 წლიდან მოყოლებული აღინიშნა 9400 თავდასხმა ფერმებზე რა დროსაც რასობრივი მოტივით მოკლეს 2500 უდანაშაულო ადამიანი. ძალადობის სტატისტიკა მუდმივად მზარდია 2006-2009 წლებში 25% ით გაიზარდა ფერმერების მკვლელობათა რაოდენობა. მდგომარეობას ამძიმებს ის ფაქტი რომ ადგილობრივი პოლიცია ვერ (არ) ებრძვის ფერმერების მკვლელობებს. რაზეც ამ დანაშაულით დაკავებულების ძალიან მცირე სტატისტიკაც მეტყველებს. ამ დროს კი უკვე თეთრკანიანი ფერმერების მკვლელობები ეთნიკურ რასობრივი მცოცავი გენოციდის სახეს იღებს. ძალადობის და რასობრივი შეუწყნარებლობის წახალისებას პოლიტიკოსებიც უწყობენ ხელს. ქვეყნის მმართველი პარტია აფრიკის ეროვნული კონგრესის მიდგომა ცალსახად რასისტულია. მისი წევრები მღერიან აპართეიტის დროინდელ სიმღერას რომლის საკვანძო სიტყვებია "მოკალი ბური, მოკალი ფერმერი". 2010 წლის მარტში სამხრეთ აფრიკულმა სასამართლომ მიიღო კანონი რომლის მიხედვით ეს სიმღერა იყო არაკონსტიტუციური და რასობრივი შეუწყნარებლობის ხელის შემწყობი და აიკრძალა მისი საჯაროდ შესრულება. მაგრამ აფრიკული ეროვნული კონგრესის გენერალურმა მდივანმა გვედე ნანტაშემ განაცხადა რომ ეს სიმღერა არაკონსტიტუციურად ვერ ჩაითვლებოდა რადგან აფრიკული ფოლკლორის ნაწილი იყო და დემონსტრაციულად საჯაროდ დაიწყო მისი შესრულება პარლამენტის შენობაში. მმართველი პარტიის შეკრებებზე მხარდამჭერი აქტივისტების მხრიდან ხშირად არის წარმოდგენილი პლაკატები წარწერით "ერთი თეთრი ერთი ტყვია", "მოკალი თეთრკანიანი". ამგვარი პოლიტიკით მმართველი პარტია თავად უწყობს ხელს რასობრივ ძალადობას საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. რასისტული რიტორიკით განსაკუთრებით გამოირჩევა ჯულიუს მალემა "აფრიკული ეროვნული კონგრესის ახალგაზრდული ლიგის ლიდერი, რომელიც ქვეყანაში საკმაოდ გავლენიან ძალას წარმოადგენს. გარდა ფერმერების მკვლელობებისა სამხრეთ აფრიკელი თეთრკანიანების (აფრიკანერების) მდგომარებას ამძიმებს დისკრიმინაცია დასაქმების თვალსაზრისით. ე.წ. "affirmative action" წარმოადგენს ოფიციალურ სამთავრობო პოლიტიკას რომლის თანახმადაც დასაქმებაში ყველა კომპანიამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ადგილობრივ შავკანიან მოსახლეობას იმის მიუხედავად თუ რამდენად პროფესიონალი კადრია. ეს პოლიტიკა აპარტეიდის დასრულების შემდეგ დაიბადა. რასიზმის ერთ ერთი სკანდალური მაგალითია NedBank ის პოლიტიკა, 2005 წელს მათ გამოიტანეს გასაყიდი აქციების სპეციალური სერია და ყიდვის უფლება მიანიჭეს ყველა რასას გარდა თეთრკანიანებისა! ესაა ოფიციალური გაცხადებული რასიზმის პოლიტიკა რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. რასისტული რეჟიმის და მძიმე კრიმინოგენული ვითარების გამო თეთრკანიან აფრიკელთა ნაწილი ემიგრაციაში მიდის. 1990 იანი წლებიდან 900.000 მა აფრიკანერმა დატოვა ქვეყანა. აღსანიშნავია რომ ისინი (აფრიკანერები) ჩამოყალიბდნენ როგორც ადგილობრივი ეთნოსი და მათი ენა აფრიკაანსი არცერთ სხვა ენას არ ენათესავება. აფრიკანერები და ბურები ადგილობრივი აფრიკელი თეთრკანიანები არიან საკუთარი ენით და ეთნიკური იდენტობით, რომლებსაც სხვა ისტორიული სამშობლო აფრიკის გარეთ არ გააჩნიათ რაც მათ მდგომარეობას უფრო ამძიმებს. რასიზმის პოლიტიკა დასაქმების სფეროში ამძიმებს მათ მდგომარეობას. 1995 წლიდან 2005 წლების პეროოდში გ⁴აჩნდა თეთრი გეტოები სადაც უმძიმეს ეკონომიკურ სიღარიბეში უწევთ თეთრკანიანებს ცხოვრება. 430.000 ადამიანი ცხოვრობს ე.წ "სკუატერებში", მკვლელობის, შიმშილის და რასობრივი დისკრიმინაციის პრობლემების პირისპირ. 1994 წლიდან აპართეიტი დასრულდა მაგრამ რასიზმი არა, იგი თავისი მახინჯი ფორმით განაგრძობს არსებობას და მთლიანად თეთრკანიანთა წინააღმდეგ არის მიმართული. აპართეიტის შემდეგ მოკლულია 700.000 ზე მეტი თეთრკანიანი რასობრივი ზიზღის მოტივით. 1 მილიონზე მეტმა ქვეყანა დატოვა და ემიგრაციაში წავიდა, ხოლო 400.000 ზე მეტი უკიდურეს სიღარიბეში ცხივრობს, რა დროსაც მსოფლიო რასიზმს ებრძვის ერთი შავკანიანის ტრაგიკული მკვლელობის გამო მაგრამ არავინ იღებს ხმას ათიათასობით თეთრკანიანის მკვლელობაზე, მსოფლიო დუმს ამ ტრაგედიაზე და რეალურ რასიზმზე 21-ე საუკუნეში, რაც უკვე შეფასდა როგორც თეთრი გენოციდი!
+4
Headline
Tbilisi, Georgia · 2 months ago
Le Figaro: ევროპის ზოგიერთი ქვეყანა მოქალაქეებს მოგზაურობის ნებას რთავს
იტალიაში მარტის თვეში კარანტინი გამოცხადა მთელი ქვეყნის მასშტაბით და ჩინეთის შემდეგ ქვეყანა ეპიდ-აფეთქების მომდევნო ზონად გამოცხადდა. შემდეგი იყო ესპანეთი და ქვეყნებში რიგითობის მიხედვით დაწესდა შეზღუდვები. ასევე რიგითობის მიხედვით დაიწყო ევროპამ შეზღუდვების მოხსნა. ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეს უკვე ფრენის უფლებაც აქვს. პოლონეთმა და ავსტრიამ შეზღუდვების შერბილება 13 აპრილს, ხოლო გერმანიამ დ ჩეხეთმა 20 აპრილს დაიწყეს. იტალია, ესპანეთი, ბელგია და საბერძნეთი 4 მაისს,საფრანგეთი კი 11 მაისს შეუერთდებიან. იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიასა და მალტაში სკოლები 1 სექტემბრამდე დაკეტილი იქნება, თუმცა ევროპის სხვა ქვეყნებში სასწავლო დაწესებულებები ეტაპობრივად იხსნება. 15 აპრილს დანიაში ბაგა-ბაღები, საბავშვო ბაღები, დაწყებითი კლასები ამუშავდა, 11 მაისიდან კი - კოლეჯები და ლიცეუმები გაიხსნება. ნორვეგიაში 6-დან 10 წლამდე ბავშვები სწავლას 4 მაისიდან განაახლებენ, ხოლო კლასები 15 მოსწავლემდე შემცირდება. სავაჭრო ობიექტების უმეტესობა ავსტრიაში 14 აპრილს, ხოლო გერმანიაში 20 აპრილს გაიხსნა. ჩეხეთში, რომელმაც კარანტინს 2კვირით ადრე წერტილი დაუსვა, ქარხნები, ბიბლიოთეკები, ზოოპარკები, და სპორტული დარბაზები, ხოლო სლოვაკეთში ყველა ტიპის მაღაზიები გაიხსნა. სტატია მოამზადა:ხატია ბიბილურიძემ წყარო - Le figaro#coronaviruis #covid19 #headline #covid #Europe
Headline
Tbilisi, Georgia · 2 months ago
BBC: ევროპის ქვეყნებში საკარანტინო რეჟიმი თანდათანობით მსუბუქდება
ჯონ ჰოფკინსის სახელობის ამერიკული უნივერსიტეტის მონაცემებით,, მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2,5 მლნ. ადამიანს შეადგენს. უნივერისტეტმა 1 მლნ. ადამიანის ინფიცირების შესახებ ინფორმაცია 2 აპრილისთვის გამოაქვეყნა, ხოლო 2 მლნ-ის თაობაზე კი გასულ კვირას. დაავადებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა ჯერჯერობით აშშ-ს, ესპანეთსა და იტალიას ჰყავს. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებაში კორონავირუსით ინფიცირების პიკის მეორე ეტაპს და აღნიშნულით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებს უფრთხიან. აღნიშნულიდან გამომდინარე, აღმასრულებელი მთავრობა საკარანტინო ზომების ეტაპობრივ შესუსტებას გეგმავს. ორშაბათიდან, ადგილობრივმა მთავრობამ იმ დასაქმებულთა სპეციალური განაცხადების მიღება დაიწყო, რომლებიც პანდემიური მდგომარეობის გამო ვერ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს და შესაბამისად ხელფასის 80%-ს ხელისუფლება აუნაზღაურებს მათ (თვეში არაუმეტეს 2500 ფუნტი). ამ ტიპის ადამიანების რაოდენობა შესაძლოა რამდენიმე მილიონს შეადგენდეს. გერმანიაში, მაღაზიების გარკვეული რაოდენობა ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა, ხოლო დანიასა და ავსტრიაში დაიწყეს მეორადი საჭიროების მარკეტების გახსნა. 20 აპრილიდან გერმანიის ტერიტორიაზე წიგნების, ყვავილებისა და ტანსაცმლის მაღაზიები, ავტოსალონები, ასევე 800 კვ.მ-ზე მცირე ზომის სავაჭრო ობიექტები გაიხსნა. გერმანიის ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები კლებისკენ მიდის, მაგრამ სოციალურ დისტანცირებასთან დაკავშირებული შეზღუდვების კვლავ მოქმედება აუცილებელია. შესაბამისად, რეკომენდაციები გაიცემა სამედიცინო ნიღბის ტარებაზე. ნორვეგიაში, 1 თვიანი შესვენების შემდეგ კვლავ გაისხსნა საბავშვო ბაღები, ხოლო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი, ისევე როგორც მეზობელ დანიაში, არც ამ ქვეყანაში განახლებულა ჯერჯერობით. ნორვეგიის ხელისუფლება კვირის ბოლოდან გახსნის ე.წ. სილამაზისა და ტატუს სალონებს. საკარანტინო რეჟიმი მცირდება პოლონეთშიც, სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოქალაქეებს პარკებსა და სარეკრეაციო ზონებში გასვლის ნება დართო. ჩეხეთში ჯერ კიდევ წინა კვირას გაიხსნა არასასურსათო მაღაზიები, ხოლო 20 აპრილიდან უკვე საფერმერო ბაზრებმა და ავტოსალონებმა დაიწყეს ფუნქციონირება. ორშაბათს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ახალი, წლიური ბიუჯეტი დაამტიცა, რომლის დეფიციტი დაახლოებით $12 მლრდ-ია. ლატვიის კლინიკებში კვლავ დაიწყეს გეგმიური სამედიცინო (მათ შორის სტომატოლოგიური) მომსახურების გაწევა. აქვე, სამედიცინო დაწესებულებებმა უნდა დაიცვან სიფრთხის განსაკუთრებული ზომები, მათ შორის პალატაში პაციენტთა გარკვეული დისტანცია. რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობას, ლატვიის ტერიტორიაზე ის 12 მაისამდე არის შემოღებული და ჯერჯერობით დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები. მოსახლეობის უმრავლესობა შინიდან მუშაობს და საზოგადოებისთვის მოქმედებს სოციალური დისტანცირების განსაზღვრული წესები. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. წყარო: Coronavirus in the world: Europe weakens quarantine (20.04.2020),#coronavirus #Europe #economy #quarantine #headline #covid19
ამერიკის ხმა
Tbilisi, Georgia · 18 hours ago
პანდემიის რეკორდული მაჩვენებლები - ცვალებადი მონაცემები და საფრთხე, რომელიც არსად წასულა
თითქმის 4 თვის მანძილზე პირველად, ნიუ-იორკში კოვიდ-19-ით გარდაცვალების არცერთი შემთხვევან არ ფიქსირდება. ახალი კორონავირუსის პანდემიის პიკის შემდეგ შტატიც და ქალაქი ნიუ-იორკიც ეტაპობრივად იხსნება, პარალელურად კი მცირდება როგორც ინფიცირების მაჩვენებლები, ასევე გარდაცვალებისა და იმ პაციენტების რაოდენობაც, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები. პანდემიის პიკი ნიუ-იორკში მარტი-აპრილის თვეებში დაფიქსირდა. მაშინ შტატის მასშტაბით, დღეში საშუალოდ 900 ადამიანი იღუპებოდა. შტატში ექიმების დასახმარებლად ფედერალურმა მთავრობამ სპეციალური ხომალდი და სასწარაფო დახმარების მანქანებიც გაგზავნა. შტატში გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი კლება მაისის დასაწყისიდან დაიწყო და ივლისში რეკორდულ მაჩვენებლამდე დაეცა. სწორედ შემცირებული მაჩვენებლებიდან გამომდინარე შტატი ნიუ-იორკი ეტაპობრივად გახსნის მესამე ეტაპზე გადავიდა, თუმცა ამ დრომდე ნიუ-იორკელები მკაცრად რეგულირებადი წესებით მოქმედებენ. საუბარია სოციალურ დისტანცირებაზე და პირბადის გამოყენებაზე. ამ დრომდე ნიუ-იორკში არ ჩქარობენ საუბარს სკოლებისა და საბავშვო ბაღების გახსნაზე. "მნიშვნელოვნად მცირდება დაინფიცირების და მძიმე პაციენტების რაოდენობა. ასევე, მცირდება გარდაცვალების შემთხვევები და ჩვენ ვაგრძელებთ შტატის ეკონომიკების გახსნას. სკოლებთან დაკავშირებით მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ამ დაგაწყვეტილებას მიიღებს შტატი ქალაქების მერებთან და სპეციალისტებთან კონსულტაციების საფუძველზე. ეს ჩვენი პრეროგატივაა მივიღოთ სკოლების გახსნის გადაწყვეტილება," - ამბობს ნიუ-იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო. გასული კვირის განმავლობაში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ განცხადა და მოუწოდა შტატების გუბერნატორებს, რომ სკოლების გახსნა დაიწყოს. პრეზიდენტმა სპეციალური შეხვედრაც გამართა სპეციალისტებთან. თუმცა როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, გადაწყვეტილება ფედერალურ დონეზე და ერთობლივად მიღებული არ უნდა იყოს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ შტატებში, სადაც ინფიცირების შემთხვევები კლებულობს, "ფრთხილი ნაბიჯებით" შესაძლებელია სასწავლო პროცესის აღდგენა. ნიუ-იორკთან ერთად ვითარება გაუმჯობესდა ნიუ-ჯერსში და კონექტიკუტშიც. შემცირებული მაჩვენებლების ფონზე კი სამივე შტატმა მიიღო გადაწყვეტილება იმ 30 შტატიდან, სადაც პანდემიის პიკია, ადამიანების მიღება შეზღუდოს. ფლორიდიდან და ნიუ-იორკში ჩასულ მოქალაქეები ვალდებული არიან 14 დღიანი საკარანტინო პერიოდი გაიარონ. სამი შტატის მაჩვენებლების გაუმჯობესების პარალელურად, კოვიდ-19-ით ინფიცირებით რეკორდულად მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება ფლორიდის შტატსა და ტეხასში. ინფიცირების მაჩვენებლები მატულობს, დაახლოებით, აშშ-ის 30 შტატში. რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება ფლორიდაში, სადაც 15 000 ინფიცირებული მხოლოდ ერთ დღეს გამოვლინდა. შტატში საავადმყოფოებში ათასობით ადამიანი გადის მკურნალობას. დახურულია თავშეყრის ადგილები და სანაპირო ზოლები. მძიმე ვითარებაა ტეხასშიც. შტატში ექიმები ნიუ-იორკის სცენარის განვითარებას ელოდებიან და ამბობენ, რომ საავადმყოფოების დიდი ნაწილი უკვე გადავსებულია. ისინი ფიქრობენ, რომ სხვა შტატებიდან და ფედერალური მთავრობიდან დახმარების მიღება დაჭირდებათ. უკვე 4 თვეა რთული ვითარებაა კალიფორნიაში. შტატში შეზღუდვები მარტში დააწესეს, რომლებიც მაისში მოიხსნა. ინფიცირების მაჩვენებლების ზრდა ივნისის ბოლოს კვლავ დაიწყო. სწორედ ამიტომ კალიფორნიამ გარკვეული შეზღუდვები კვლავ დააწესა. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ბოლო დღეების განმავლობაში კითხვის ნიშნები გაუჩნდა პრეზიდენტ ტრამპს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ მონაცემები არასწორია და ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ამერიკაში დიდი რაოდენობით ჩატარებული ტესტირების შედეგია. აღსანიშნავია, ისიც რომ ინფიცირებულთა რეკორდული მაჩვენებლების მიუხედავად, შტატებში გარდაცვლილთა მნიშვნელოვანი ზრდა არ ფიქსირდება. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით ამერიკის შეერთებული შტატები კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსი უკვე დაუდასტურდა 3 მილიონზე მეტ ადამიანს, რაც დაახლოებით, ორჯერ მაღალია ბრაზილიის მონაცემებზე, რომელიც მსოფლიოში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა. კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყნების მიხედვით: აშშ - 3,308,312 ბრაზილია - 1,864,681 ინდოეთი - 878,254 რუსეთი - 732,547 პერუ - 326,326 ამერიკის შეერთებულ შტატებში კოვიდ-19-ით გარდაიცვალა 135 200-ზე მეტი ადამიანი, რაც ასევე, დაახლოებით, ორჯერ მეტია ბრაზილიასთან შედარებით. კოვიდ19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით ქვეყნების ჩამონათვალი: აშშ - 135 219 ბრაზილია - 72 100 დიდი ბრიტანეთი - 44 904 მექსიკა - 35 0006 იტალია - 34 954 *ქვეყნების მონაცემები სრულად პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტები ჩავიდნენ, რომლებმაც უნდა დაადგინონ კოვიდ-19-ის გავრცელების საწყისი ადგილი და ისიც, თუ რომელი ცხოველიდან მოხდა ვირუსის გავრცელება. ამ ეტაპზე ვუჰანში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ორი თანამშრომელი იმყოფება, რომლებმაც მუშაობა დღეიდან დაიწყეს. უახლოეს პერიოდში მათ კოლეგები შეუერთდებიან. პანდემიის დაწყების შემდეგ, ეს პირველი დამოუკიდებელი გამოძიებაა. ვითარება შედარებით გაუმჯობესდა რუსეთში, თუმცა ინფიცირების მაჩვენებლები კვლავ მნიშვნელოვნად იზრდება. მხოლოდ ბოლო 24 საათში ინფიცირების 8 000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. მეორე კვირაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კოვიდ19-ის პანდემიის შესახებ რეკომენდაციების შეცვლაზე მუშაობს, მიზეზი ახალი კვლევაა, რომლითაც ირკვევა, რომ ახალი კორონავირუსი შესაძლოა არა მხოლოდ ჰაერწვეთოვანი გზით არამედ ჰაერითაც გადაიცემოდეს. ფაქტების შესწავლა ჯანმომ გასულ კვირას დაიწყო. პანდემიას მსოფლიოში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე უკვე შეეწირა და მონაცემები, სამწუხაროდ, ყოველდღიურად იზრდება. კოვიდ-19 მსოფლიოში დღეისათვის ჯამში 12 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. გრძელდება მუშაობა წამლებზე და ვაქცინებზე. სპეციალისტების აქტიური მუშაობით შესაძლოა პირველი ვაქცინა 2021 წლის იანვარში უკვე მზად იყოს, თუმცა დაზუსტებით ამაზე საუბრისგან ექიმები და ეპიდემიოლოგები თავს იკავებენ. მსოფლიოს მასშტაბით, მიმდინარეობს მუშაობა 10-მდე ვაქცინაზე.#ახალი_ამბები
Primetime
Tbilisi, Georgia · 3 months ago
Emerging Europe – მსოფლიო მთავრობები ადევნებენ თვალს, როგორ გააკონტროლა საქართველომ ვირუსის გავრცელე
Emerging Europe - მსოფლიო მთავრობები იმას ადევნებენ თვალს, როგორ გააკონტროლა საქართველომ ვირუსის გავრცელება ასე კარგად - Primetime
Emerging Europe - მსოფლიო მთავრობები იმას ადევნებენ თვალს, როგორ გააკონტროლა საქართველომ ვირუსის გავრცელება ასე კარგად - Primetime
Emerging Europe - მსოფლიო მთავრობები იმას ადევნებენ თვალს, როგორ გააკონტროლა საქართველომ ვირუსის გავრცელება ასე კარგად - Primetime
Geo News Now
Gori, Georgia · 2 months ago
კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 2 მილიონს მალე მიუახლოვდება
კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 2 მილიონს უახლოვდება. გარდაცვლილთა რიცხვი კი უკვე 120 ათას გაცდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ახალი კორონავირუსი 10-ჯერ უფრო სასიკვდილოა, ვიდრე ღორის გრიპი. ვირუსის გავრცელების შეწყვეტა კი მხოლოდ ეფექტიან ვაქცინას შეუძლია. რეკორდულად იზრდება სტატისტიკა საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში, COVID-19-ით უკრაინაში უკვე მესამე ღვთისმსახური დაიღუპა. 42 წლის ბერს ქრონიკული დაავადება ჰქონდა. კიევ-პეჩერის ლავრაში ბოლო დღეების განმავლობაში ვირუსით კიდევ ორი სასულიერო პირი გარდაიცვალა, დაინფიცირებულია 90 ადამიანი. შექმნილი მდგომარეობის გამო ლავრაში კარანტინია გამოცხადებული. უკრაინაში საერთო ჯამში ვირუსით ინფიცირებული რიცხვი 3 ათას გაცდა. დაინფიცირებულ სასულიერო პირთა რიცხვი იზრდება რუსეთშიც. მოსკოვში COVID-19-ით 18 ღვთისმსახური დაავადდა. ვირუსი 14 ეკლესიასა და მოსკოვის ორ მონასტერში დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პატრიარქმა მრევლს არაერთხელ მოუწოდა, ეკლესიებში მისვლისგან თავი შეეკავებინათ მღვდლების ნაწილი მსახურებას მაინც აღავლენს . ადგილობრივი მედიის ინფორმაციით კორონავირუსით რუსეთის ჯარშიც დაინფიცირდნენ. იზოლაციაშია 133 სამხედრო. ქვეყნის მასშტაბით ვირუსი 22 ათასამდე პირს დაუდგინდა. ეკლესიების გარდა ვირუსმა საპატიმროებშიც შეაღწია. თურქეთში დღემდე კორონავირუსი 17 პატიმარსა და ციხის 79 თანამშრომელს დაუდასტურდა. ქვეყნის პარლამენტმა ახალი კანონი მიიღო, რომელიც კორონავირუსის გავრცელების გამო ციხეებიდან დაახლოებით 90 000 პატიმრის დროებით გათავისუფლებას ითვალისწინებს. ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 61 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა. დაიღუპა 1296 ადამიანი. მათ შორის ერთ ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი ჰეიდარ ბაშია. ამ დრომდე კორონავირუსით ყველაზე მეტი გარდაცვლილი და ინფიცირებული შეერთებულ შტატებს ჰყავს , დაღუპულთა შორის ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის 13 თანამშრომელია. COVID-19 გაეროში მომუშავე 189 ადამიანს დაუდგინდა. შტატებში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 600 ათასს უახლოვდება, გარდაცვლილია 24 ათასამდე ადამიანი. ჩინეთში კი, სადაც ამ დრომდე ინფიცირების შემთხვევების კლების ტენდენცია იყო შენარჩუნებული, მონაცემები შეიცვალა. ოფიციალური პეკინი ქვეყანაში დაფიქსირებულ ახალ შემთხვევებს რუსეთს უკავშირებს. ჩინეთის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით ბოლო 243 შემთხვევა რუსეთის სასაზღვრო ქალაქში დაფიქსირდა, ქვეყნის ჯანდაცვის უწყებამ სასაზღვრო ქალაქში მედიკოსები გაგზავნა, სადაც სამედიცინო ცენტრები მოეწყობა. ქვეყნის დაავადებათა კონტროლი არ გამორიცხავს, რომ ჩინეთის ჩრდილოეთში ახალი ვუჰანი გაჩნდეს . კორონავირუსისგან ყველაზე დაზარალებული ორი ქვეყანა იტალია და ესპანეთი კარანტინის წესების შედარებით შემსუბუქებას გეგმავს. იტალიაში ეტაპობრივად იხსნება მაღაზიები, ესპანეთში კი ქარხნების ნაწილი უკვე ამუშავდა. დღეს შეზღუდევები ნაწილობრივ მოიხსნა ავსტრიაშიც. შეზღუდვების წესების მოხსნა ნაადრევად მიაჩნიათ გერმანიაში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კარანტინი 11 მაისამდე გადაავადა.
Shalva Berianidze
Tbilisi, Georgia · 4 days ago
რუსეთი და ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (EAEU)
ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (EAEU) რუსეთისა და მისი მოკავშირეების - ბელარუსისა და ყაზახეთის მიერ 2015 წელს დაფუძნდა. მალევე მას ყირგიზეთი და სომხეთი შეუერთდა, ხოლო მოლდოვა ჯერ-ჯერობით, მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ევროპის კავშირის ანალოგი და საპირწონე საერთაშორისო ორგანიზაციაა. ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ერთმანეთთან ეკონომიკურ ურთიერთობაში განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობენ, რაც მეტწილად გაზისა და ნავთობის ფასებზე და საბაჟო გადასახადების გაუქმებაზე ვრცელდება. მკვლევართა აზრით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოები პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე პრორუსულ ქვეყნებად ითვლებიან. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ კავშირის გაფართოებასა და გაძლიერებაში რუსეთის მთავარი მოტივაცია რეგიონში გავლენის მოპოვება და საბჭოთა კავშირში ყოფნის მსგავსად, სხვა სახელმწიფოების მასზე დამოკიდებულების გაზრდაა. წინამდებარე ანალიტიკური დოკუმენტის მიზანია, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის დაარსებისა და ფუნქციონირების ისტორიის მოკლე მიმოხილვა, აგრეთვე ფაქტების საშუალებით კავშირის გაფართოებაში რუსეთის, როგორც მთავარი აქტორის მიზნების ობიექტურად წარმოჩენა. ქვემოთ სწორედ ამაზე ვისაუბრებთ. ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (მოკლე მიმოხილვა) ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (EAEU) (ინგ. Eurasian Economic Union; რუს. Евразийский экономический союз) არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც წევრ სახელმწიფოებს შორის რეგიონალურ ეკონომიკურ ინტეგრაციას გულისხმობს. მას აქვს საერთაშორისო იურიდიული ძალა და 2014 წლის 29 მაისს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ხელშეკრულებით დადგინდა. თავდაპირველად, კავშირის შექმნის კონცეფცია, ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1994 წელს მოსკოვის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. კავშირის შექმნის იდეა, 2000 წელს განხორციელდა, როცა რეგიონალური ორგანიზაცია - ევრაზიის ეკონომიკური საზოგადოება (EAEC or EurAsEC)[1] დაარსდა. იგი აერთიანებდა ბელარუსს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, რუსეთსა და ტაჯიკეთს. მოგვიანებით, 2010 წელს ევრაზიის ეკონომიკურმა საზოგადოებამ მისი ძირითადი ამოცანა - ევრაზიის საბაჟო კავშირი (The Eurasian Customs Union - EACU)[2] - დააფუძნა, რაც წევრ სახელმწიფოებს ერთმანეთთან საბაჟო გადასახადებისგან ათავისუფლებდა და თითოეულ საქონელზე საერთო ტარიფს აწესებდა. ამის შემდგომ, 2011 წლის ოქტომბერში ევრაზიის ეკონომიკურმა საზოგადოებამ და ევრაზიის საბაჟო კავშირმა მაშინდელი რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის ყურადღება მნიშვნელოვნად მიიქცია. შედეგად, 2011 წლის 18 ნოემბერს, ბელარუსიის, ყაზახეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც 2015 წლისათვის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნას გულისხმობდა. ხელშეკრულება მომავალი ინტეგრაციისთვის სამოქმედო გეგმას მოიცავდა. მეტიც, ევროკომისიის მოდელის მიხედვით ევრაზიული ეკონომიკური კომისია (The Eurasian Economic Commission - EEC)[3] დაფუძნდა, რომელიც 2012 წლის 2 თებერვლიდან ფუნქციონირებს და იგი დღევანდელი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მუდმივ მერეგულირებელ ორგანოს წარმოადგენს. აგრეთვე, 2012 წლის 1 იანვრიდან დაფუძნდა ევრაზიის ეკონომიკური სივრცე (The Eurasian Economic Space or Single Economic Space)[4], რაც ერთიან ბაზარს წარმოადგენს და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ადამიანის, საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას ითვალისწინებს. 2014 წლის 29 მაისს ბელარუსიის, ყაზახეთისა და რუსეთის ლიდერებმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შეთანხმებას ხელი მოაწერეს და 2015 წლის 1 იანვირად იგი[5] ოფიციალურად დაფუძნდა. 2015 წლის 12 აგვისტოს ყირგიზეთი კავშირის ოფიციალური წევრი გახდა. ამავე წელს, მას შეუერთდა სომხეთიც და იგი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც კავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან საერთო საზღვარი არ გააჩნია. 2017 წლის აპრილში მოლდოვა კავშირის ოფიციალური დამკვირვებელი ქვეყანა გახდა, ხოლო 2020 წლის 11 მაისს უზბეკეთის კავშირში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანებას პარლამენტის ზედა პალატამ მხარი დაუჭირა. დღესდღეობით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, მხოლოდ 5 სახელმწიფოს აერთიანებს და იგი წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და დასავლეთ აზიის ტერიტორიებზე.[6] ევრაზიის ეკონომიკური კავშირის დომინანტი სახელმწიფო და მისი ზოგადი ინდიკატორები ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ კავშირი კონკურენტუნარიანობისა და ეროვნულ ეკონომიკას შორის თანამშრომლობის გასაზრდელად შეიქმნა. აგრეთვე, მას თვითგანახლების უნარი გააჩნია და წევრ-სახელმწიფოთა შორის ცხოვრების დონის ამაღლებასა და სტაბილურ განვითარებას ხელს უწყობს. უნდა აღინიშნოს, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში რუსეთი აშკარად დომინანტი სახელმწიფოა. მაგალითად, 2018 წელს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მთლიანი ვაჭრობის 96.9%-ს რუსეთთან ვაჭრობა შეადგენდა, ხოლო დანარჩენ ოთხ წევრს ქვეყანასთან - 3.1%-ს[7]. მეტიც, 2015 წლამდე, კავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობამ პიკს 2012 წელს მიაღწია და 73.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც კავშირის დაფუძნებიდან დღემდე არ განმეორებულა.[8] თუმცა, თუ გადავხედავთ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ზოგად ინდიკატორებს, მივხვდებით, რომ კავშირის საშუალებით რუსეთის ლიდერი თავის გავლენას რეგიონში საკმაოდ აძლიერებს და რუსეთს, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ გავლენიან ცენტრად ფორმირებაში პოზიციებს უმყარებს. ამავე დროს, იგი ცდილობს, გარკვეულწილად დააკნინოს ევროკავშირის, როგორც წარმატებული პოლიტიკური და ეკონომიკური ორგანიზაციის სტატუსი. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ზოგადი ინდიკატორები[9] ეკონომიკა მოსახლეობა ენერგეტიკა მთლიანი შიდა პროდუქტი - 1.9 ტრლნ აშშ დოლარი (გლობალური GDP-ის 3.2%); ინდუსტრიული წარმოება (2018) - 103.1% (გლობალური წარმოების 2.2%); საგარეო ვაჭრობა (2018) - 753.8 მლრდ აშშ დოლარი (გლობალური ექსპორტის 2.8%, იმპორტის - 1.7%). მოსახლეობა - 184.3 მლნ ადამიანი (მსოფლიო მოსახლეობის 2.4%); ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა - 94.3 მლნ ადამიანი (გლობალური მაჩვენებლის 2.8%); უმუშევრობის დონე - 5%[10]. ნავთობი - 647.8 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 14.5%, მსოფლიოში პირველი); გაზი - 781.7 მლნ კუბ/მ (გლობალური წარმოების 20.2%, მსოფლიოში მეორე.) ელექტრო ენერგია - 1 284.8 მლნ კვტ/ს (გლობალური წარმოების 4.8%, მსოფლიოში მეოთხე) წარმოება ინფრასტრუქტურა სოფლის მეურნეობა ფოლადი - 66.1 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 3.7%, მსოფლიოში მეხუთე); მინერალური სასუქები - 15.9 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 26.3%, მსოფლიოში მეორე); თუჯი - 55 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 4.4%, მსოფლიოში მესამე). რკინიგზა - 109.3 ათასი კმ (მსოფლიო რკინიგზის 8.4%); ავტომაგისტრალი - 1735.7 ათასი კმ (მსოფლიო ავტომაგისტრალის 4.7%); ინტერნეტი - მოსახლეობის 83.7% სარგებლობს ინტერნეტით (მსოფლიო მომხამრებლების 3.9%). სოფლის მეურნეობა - 109.9 მლრდ აშშ დოლარი (გლობალური წარმოების 5.5%); მარცვლეული - 141.9 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 5.3%, მსოფლიოში მეხუთე); რძე - 45.9 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 5.3%, მსოფლიოში მესამე) რუსეთისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირის მიმართ როგორც უკვე ვიცით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ 15-მა სახელმწიფომ ცხოვრება დამოუკიდებლად განაგრძო. მათგან, ნაწილი დემოკრატიის გზას დაადგა და დასავლური ორიენტაცია აირჩია, ნაწილმა დემოკრატიას უარი უთხრა და კვლავ რუსეთთან ერთად თანაცხოვრება დაიწყო, ისინი უფრო პრორუსულ სახელმწიფოებად იქცნენ. მათ რიგებს გამოეყო მესამე ტიპის სახელმწიფოები, რომლებმაც უარი ბოლომდე ვერ თქვეს ვერც დასავლეთზე და ვერც რუსეთთან ურთიერთობაზე, ასეთი სახელმწიფოები, ხშირშემთხვევაში, ბუფერები არიან და მათ სატელიტებს[11] უწოდებენ. არაერთი მკვლევარი ამტკიცებს რომ რუსეთს სურს, დაიბრუნოს ,,ძველი დიდება“, რომელსაც იგი საბჭოთა კავშირის პერიოდში ფლობდა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი რეგიონში პირველობას ოდესმე დათმობს, პირიქით ის გამუდმებით ცდილობს, რომ სხვადასხვა პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინსტრუმენტებით საკუთარი გავლენა და მასზე დამოუკიდებელი სახელმწიფოების რაოდენობა გაზარდოს. მეტიც, რუსეთის საგარეო პოლიტიკის განახლებული კონცეფციის (2016) ძირითადი მიზნების მიხედვით რუსეთს, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ გავლენიან ცენტრად, პოზიციების გამყარებას სურს, აგრეთვე - მეზობელ სახელმწიფოებში დაძაბულობის კერებისა და კონფლიქტების აღმოფხვრაში ხელშეწყობა, ახალი კონფლიქტების პრევენცია და რუსული ენის პოზიციების გავრცელება და გაძლიერება.[12] შეიძლება თამამად ითქვას, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, რუსეთის ერთ-ერთი თვალსაჩინო და საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის წყალობითაც მან შეძლო და ბოლო 5 წელიწადში მსოფლიო დონის შედეგებზე გავიდა, მხოლოდ და მხოლოდ, ოთხ პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან ერთად. ამდენად ძნელი სავარაუდო არ არის, რომ რუსეთს ამ კავშირში სხვა დანარჩენი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების გაწევრიანებაც სურდეს, რათა კავშირის მნიშვნელობა მსოფლიო მასშტაბით უფრო გაიზარდოს და ,,საბჭოთა კავშირის ახალი მოდელიც“ შეიქმნას. ფაქტები გვიჩვენებს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი ევროკავშირის საპირწონე ორგანიზაციაა და მისი საშუალებით რუსეთს რეგიონში დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია, თუმცა კავშირში შესვლასთან დაკავშირებით საინტერესოა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკაც, რათა განვსაზღვროთ, რამდენად რეალისტურია კავშირის გაფართოება. დღესდღეობით, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შედის 5 პოსტსაბჭოთა ქვეყანა: რუსეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და სომხეთი. ვნახოთ დანარჩენი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების პოლიტიკა. პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირის მიმართ უზბეკეთი - 2020 წლის 7 მარტს ტაშკენტმა ოფიციალურად განაცხადა, რომ უზბეკეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას არ ჩქარობს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ორგანიზაციაში, მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით დაკმაყოფილდება.[13] აღსანიშნავია, რომ რუსეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს უზბეკეთს და ცდილბოს, რომ კავშირის წევრი გახდეს. ურთიერთობას აადვილებს, ისიც რომ 2016 წლიდან ისლამ კარიმოვისგან განსხვავებით, ახალმა პრეზიდენტმა შავქათ მირიაევმა უარი თქვა ძველ საგარეო პოლიტიკაზე და კავშირების გაზრდა დაიწყო. აგრეთვე, უზბეკეთი ცენტრალურ აზიაში მოსახლეობით ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანაა და კავშირში შესვლის შემდგომ ის, რუსეთის შემდეგ, სიდიდით მეორე სამომხმარებლო ბაზარი გახდება. კავშირში გაწევრიანების შემდეგ უზბეკეთმა შესაძლოა, ეკონომიკის გარკვეულ სექტორში დიდი დაასუსტება იგრძნოს და პრორუსულ ორგანიზაციაში გაწევრიანება ტაშკენტს საგარეო-პოლიტიკური მანევრის მრავალფეროვნებას შეუზღუდავს[14], თუმცა 2020 წლის 28 აპრილს უზბეკეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა მთავრობის წინადადებას ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში უზბეკეთის დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის შესახებ[15], ხოლო 11 მაისს მას მხარი პარლამენტის ზედა პალატამაც დაუჭირა.[16] ტაჯიკეთი - მას შემდეგ, რაც ტაჯიკეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ქვეყანაში სოციალური ფონი საკმაოდ შეიცვალა და დღესდღეობით, ტაჯიკეთი ცენტრალურ აზიაში ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყნად ითვლება, ამდენად რუსეთს ტაჯიკეთის მიმართ არ აქვს იმდენად დიდი ინტერესი, როგორც - უზბეკეთის მიმართ. ამას ცხადჰყოფს ისიც, რომ ტაჯიკეთი ევრაზიული ეკონომიკური საზოგადოების წევრი იყო, ბელარუსთან, რუსეთთან, ყაზახეთთან და ყირგიზეთთან ერთად და მის გარდა, ყველა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრია. ამასთანავა, ტაჯიკეთი საკმაოდ პრობლემური რეგიონია და ეთნიკურ ნიადაგზე არსებული დაძაბულობის გამო შესაძლოა, გარკვეული პრობლემები წარმოიქმნას, განსაკუთრებით კი მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში, სადაც პამირისპირა ხალხები ცხოვრობენ და რეგიონის კონტროლისთვის სამხედრო დაპირისპირება დღესაც მიმდინარეობს.[17] ამას ემატება ისიც, რომ ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის სასაზღვრო კონფლიქტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დღემდე მიმდინარეობს და ხშირია სამხედრო დაპირისპირებები.[18] ამდენად, სავარაუდოა, რომ რუსეთი უფრთხილდება ყირგიზეთთან ურთიერთობას, რადგანაც იგი კავშირის მნიშვნელოვანი წევრია და ტაჯიკეთის კავშირში გაწევრიანების მცდელობით მასთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურს. თურქმენეთი - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოა ცენტრალურ აზიაში, თუმცა მისი კავშირში გაწევრიანება რუსეთს გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის. კერძოდ, როგორც ვიცით თუქმენეთი საკმაოდ მდიდარია ენერგორესურსებით, 2016 წლის მონაცემებით, თურქმენეთი 17.5 ტრილიონ გაზის მარაგებს ფლობს, რაც მსოფლიო მარაგების 9.4%-ია. 1990-იანი წლების დასაწყისში თურქმენეთი გაზის ექსპორტს ერთადერთი მარშრუტით, ცენტრალური აზია – ცენტრის გაზსადენის სისტემით ახორციელებდა. თურქმენეთი შემდგომი წლების განმავლობაში რუსეთის მარშრუტზე და რუსეთის ფასის დიქტატზე დარჩა დამოკიდებული[19]. შედეგად, დღემდე რუსეთი თურქმენულ გაზს საკმაოდ დაბალ ფასად ყიდულობს და საკმაოდ ძვირად ჰყიდის. რადგანაც ევრაზიის ეკონომიკური კავშირი წევრ სახელმწიფოებს შორის განსაკუთრებულ შეთავაზებებს, მათ შორის პროდუქტის საერთო ფასის დაწესებას ითვალისწინებს, სავარაუდოა, რომ რუსეთს არ უნდა სურდეს თურქმენეთის კავშირში გაწევრიანება, რადგანაც მას თურქმენულ გაზში უფრო ძვირის გადახდა მოუწევს და გარკვეულ დათმობებზეც წავა. აზერბაიჯანი - ნაკლებად სავარაუდოა, რომ აზერბაიჯანი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შევიდეს, რადგანაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ აზერბაიჯანი იმ მილსადენების აშენებით გაძლიერდა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენების შემთხვევაში საქართველო მხოლოდ სატრანზიტო ქვეყნის როლს ასრულებს, თუმცა ისინი აზერბაიჯანის ეკონომიკური და პოლიტიკური ხედვების ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს და რუსული ოკუპაციით გამოწვეული რუსეთ-საქართველოს არამეზობლური ურთიერთობის გამო, ნაკლებად სავარაუდოა რომ აზერბაიჯანი კავშირში გაწევრიანდეს. საქართველო და უკრაინა - ორივე ქვეყანას საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს რუსეთთან და ორივე ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ. შედეგად, ქვეყნის ლიდერები დარწმუნდნენ, რომ რუსეთთან თანამშრომლობა არ გამოვა და ამ ორი სახელმწიფოს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანება ნაკლებად სავარაუდოა. მოლდოვა - მოლდოვის პრორუსი პრეზიდენტი იგორ დოდონი მოლდოვას ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას მხარს ცალსახად უჭრს. სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს მოლდოვა 2017 წლის აპრილში ამ კავშირის დამკვირვებელი ქვეყანა გახდა. ამდენად, იმ შემთხვევაში თუ 2020 წლის მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებს კვლავ დოდონი მოიგებს, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ იგი რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებას შეეცდება და მოსალოდნელია, რომ მოლდოვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფო გახდეს. ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა - მოსკოვი ყველაზე ნაკლებად მოიაზრებს, რომ ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნები გახდებიან, რადგანაც ისინი ევროკავშირში არიან და მათი კავშირის დატოვება ნაკლებად სავარაუდოა. დასკვნა ზემოთაღნიშნული ფაქტები გვიჩვენებს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ევროპის კავშირის ანალოგი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის წევრი ქვეყნებიც ყველაზე პრორუსულ ქვეყნებად ითვლებიან, შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ კავშირის გაფართოებასა და გაძლიერებაში რუსეთის მთავარი მოტივაცია რეგიონში გავლენის გაზრდა და საბჭოთა კავშირში ყოფნის მსგავსად, სხვა სახელმწიფოების მასზე დამოკიდებულების გაზრდაა.[20] ძნელი სავარაუდო არ არის, რომ რუსეთს ამ კავშირში სხვა დანარჩენი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების გაწევრიანებაც სურდეს, თუმცა კავშირის არაწევრი 10 პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან, მხოლოდ ორი - უზბეკეთი და მოლდოვა შესაძლოა შუერთდეს კავშირს და წევრთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდოს, ხოლო სხვა სახელმწიფოები, რამდენად გაწევრიანდებიან და 27-წევრიან ევროკავშირს რეალურ კონკურენციას რამდენად გაუწევენ, ეს უფრო მეტად დროში გადასასინჯი საკითხია. გარდა ამისა, კავშირის ბოლოდროინდელი პრობლემები, გვაფიქრებინებს, რომ წევრ სახელმწიფოებს შორის არასტაბილური კოლაბორაცია მიმდინარეობს, რაც არაჯანსაღ ურთიერთობებს იწვევს და კონსოლიდირებული დემოკრატიის აუცილებლობას გულისხმობს. მაგალითად, 2020 წლის 31 მარტს სომხეთის ვიცე-პრემიერმა „გაზპრომის“ ხელმძღვანელს ფასის შემცირების თაობაზე ახალი მოლაპარაკების დაწყების წინადადებით მიმართა.[21] აგრეთვე, 19 მაისს კავშირის უმაღლესი საბჭოს ვიდეოკონფერენციაზე ბელარუსმა გაზის ფასის ფორმირების საკითხზე უკმაყოფილება გამოთქვა. ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომარტ ტოკაევის შეფასებით კი ზენაციონალურ სამართლებრივ აქტებს არ უნდა ჰქონდეთ უპირატესი იურიდიული ძალა ნაციონალური სამართლებრივი სისტემების მიმართ, მეტიც, ევრაზიის ეკონომიკური კომისია წევრი ქვეყნების მესამე ქვეყნებთან ურთიერთობაში არ უნდა ერეოდეს და კომისიაში საკადრო კვოტირების სისტემის ფორმირებისას რუსეთს ორგანიზაციის სტრუქტურებში მეტი წარმომადგენელის დანიშვნის საშუალებას არ უნდა აძლევდეს. ამდენად, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების უკმაყოფილება გვაფიქრებინებს, რომ წევრი სახელმწიფოები რუსეთის გარდა, საკუთარი სუვერენიტეტის შეზღუდვის ხარჯზე უფრო ღრმა ინტეგრაციის წინააღმდეგები არიან. ის თუ, რამდენად ჯანსაღია ამგვარი მიდგომა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფუნქციონირებისათვის და რამდენად კარგია, მხოლოდ რუსეთის დომინირება ამას მომავალი გვიჩვენებს. ავტორი: შალვა ბერიანიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრანტი [1] ЕВРАЗИЙСКОЕ ЭКОНОМИЧЕСКОЕ СООБЩЕСТВО; About EurAsEC; Basic Documents Collection - ; [2] Dreyer L.; Popescu N.; The Eurasian Customs Union: The economics and the politics; European Union Institute for Security Studies; March 2014 - ; [3] About the Eurasian Economic Commission - ; [4] Schneider U.; A Single Economic Space: From Lisbon to Vladivostok; RUSSIA BRIEFING; Issue 15; November 2015 - ; [5] About the Eurasian Economic Union – EAEU - ; [6] Busygina I.; Filippov M.; Russia and the Eurasian Economic Union: Conflicting Incentives for an Institutional Compromise; Higher School of Economics Research Paper No. WP BRP 31/IR/2018 - ; [7] Bhutia S.; Russia dominates Eurasian Union trade. Here are the numbers; Trade between members of the EAEU was higher before the free-trade bloc was formed; Oct 18, 2019 - ; [8] იქვე.; [9] About the Eurasian Economic Union – EAEU; General Information; General Indicators; Official Website of EAEU - ; [10] ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია, რომ მათი უმუშევრობის დონე 2.2%-ით ნაკლებია ევროკავშირის უმუშევრობის დონეზე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი ევროკავშირის საპირწონე ორგანიზაციაა; იხ.: -; [11] Satellite Nations: Definition & the Cold War - ; [12] FOREIGN POLICY CONCEPT OF THE RUSSIAN FEDERATION; Approved by President of the Russian Federation Vladimir Putin on November 30, 2016 - ; [13] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 4; მიმოხილვის პერიოდი: 1-15 მარტი, 2020 - ; [14] იქვე.; [15] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 7; მიმოხილვის პერიოდი: 16-30 აპრილი, 2020 - ; [16] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 8; მიმოხილვის პერიოდი: 1-15 მაისი, 2020 - ; [17] მთიანი ბადახშანი: ტაჯიკეთის მივიწყებული რეგიონი - ; [18] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 9 - ; [19] კომახია მ.; ,,ახალი დიდი თამაში“ ცენტრალურ აზიაში: ბრძოლა კასპიის ენერგორესურსების ტრანსპორტირებისათვის; ექსპერტის აზრი 97; 2018 - ; [20] ჩერჩელაშვილი ვ.; ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები, 2017 - ; [21] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 6; მიმოხილვის პერიოდი: 1-15 აპრილი, 2020 - ;#პოლიტიკა
+2