სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსახლეობისთვის ნობათების გადაცემა გრძელდება

0
თბილისის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეებისთვის დახმარების პროგრამაში კიდევ რამდენიმე კომპანია და ორგანიზაცია ჩაერთო. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ილია ელოშვილთან და გლდანის რაიონის გამგებელთან ბექა მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო. მათივე ცნობით, თბილისის მერმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, კომპანიებს - „მეტი დეველოპმენტი“, „ვორლდ ვიჟენ საქართველო“, „ევროპროდუქტი“, „კოკა-კოლა“, „სარაჯიშვილი“ აქციაში ჩართვისთვის მადლობა გადაუხადა. „ეს საკმაოდ კარგი და მნიშვნელოვანი აქტივობაა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ. მასში ჩართულია სრულიად ბიზნესსექტორი, ასევე რიგითი მოქალაქეები. მათ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. როდესაც გროვდება ეს საკვები, არამალფუჭებადი პროდუქტი, მაშინვე გამგეობები, მოხალისეები მობილიზებულები არიან და ხდება მათი დარიგება იმ ოჯახებში, იმ ადამიანებისთვის ვისაც ამის საჭიროება აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დედაქალაქის მერიას აღნიშნული აქციის წამოწყებისთვის მადლობა გადაუხადა.
#კორონავირუსი
#კახაკალაძე
#დახმარება
#ნობათისგადაცემა
#თბილისისმერია
#tbilisidialy
0