მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა

ByOn.geGeorgia
0
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა. მონაცემები ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტმა ცოტა ხნის წინ განაახლა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულია 2 000 984 ადამიანი, გარდაცვლილია 128 071, ხოლო გამოჯანმრთელებულია 500 996 ადამიანი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.
#news
#Covid19
#Coronavirus
ByOn.geGeorgia
0