გახარია: წლის ბოლომდე საერთაშორისო დახმარების სახით $3 მილიარდი იქნება ხელმისაწვდომი

ByOn.geGeorgia
0
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, წლის ბოლომდე საერთაშორისო დახმარების სახით 3 მილიარდი აშშ დოლარი იქნება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა. "დონორებთან მუშაობის შედეგად, ქვეყნის ბიუჯეტს და ეკონომიკას, სახელმწიფოს ნაწილში წლის ბოლომდე ექნება 1, 5 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება, ისევე, როგორც დონორებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ იგივე ოდენობის რესურსი ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი კომერციული საბანკო სექტორისთვის", — განაცხადა პრემიერმა.
#news
#politics
ByOn.geGeorgia
0