ბოლნისის მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებული მოქალაქეების მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გადაჰყავთ.
587 Views
Marneuli Daily
Kachaghani · 5 months ago

ბოლნისის მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებული მოქალაქეების მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გადაყვანა აქტიურად მიმდინარეობს

ბოლნისის მერიისა და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ბოლნისის ტერიტორიიდან საკარანტინო ზონაში დარჩენილი, მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებული მოქალაქეების გადაყვანა მიმდინარეობს.

44 მოქალაქეს კარანტინის გამოცხადების დროს ბოლნისში მოუწია ყოფნა. მუნიციპალიტეტიდან მოქალაქეების გადაყვანა სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსითა და კარანტინით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით ხდება.

მოქალაქეები, რომლებიც ბოლნისის მუნიციპალიტეტს დატოვებენ სავალდებულო კარანტინს გაივლიან. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან საკარანტინო ზონაში დარჩენილი 80 პირის გაყვანა უკვე განხორციელდა.

#კორონავირუსი #ბოლნისი #კარანტინი #marneulidaily
Marneuli Daily
Kachaghani · 5 months ago
3
Write a comment